საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების“ თანამშრომლისთვის კორონავირუსის დადასტურების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ პარტიის ცენტრალურ ოფისში მიღებულია ყველა ზომა, რაც პროტოკოლითაა გათვალისწინებული, ასევე დროებით შეზღუდულია შტაბის წევრთა, თანამშრომელთა მისვლა პარტიის ოფისში, თუმცა მისი თქმით, აღნიშნული ფაქტის გამო, წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებას ხელი არ შეეშლება.
„პარტიის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუფიქსირდა კორონავირუსი, შესაბამისად მიღებულია ყველა ზომა, რაც პროტოკოლით არის გათვალისწინებული. მივყვებით სტანდარტულ პროტოკოლს, უსაფრთხოების ყველა ზომა მიღებულია, მათ შორის ჩატარდა სრული დეზინფექცია ოფისში და განსაკუთრებულ რეჟიმზეა შტაბის მუშაობა გადასული. უახლოეს მომავალში დავუბრუნდებით მუშაობის ჩვეულ რეჟიმს. ეს არ შეაფერხებს, რა თქმა უნდა, ჩვენი საარჩევნო კამპანიის წარმოებას. კამპანია გაგრძელდება აქტიურ რეჟიმში. დროებით შევზღუდეთ შტაბის წევრთა, თანამშრომელთა მოსვლა პარტიის ოფისში, ეს არის განსაკუთრებული რეჟიმის არსი და სპეციალური ზომებია მიღებული, მათ შორის პირბადე, თერმოსკრინინგი, რაც ისედაც იყო დადგენილი. ყველა ზომა არის მიღებული მაქსიმალურად, რომ დავიცვათ, როგორც პარტიის თანამშრომლების, ასევე ჩვენი სტუმრების უსაფრთხოება. ტესტირება გავიარეთ, მეც გავიარე, ისე როგორც შტაბის სხვა წარმომადგენლებმა, ზოგადად, ოფისში ყველამ ჩაიტარა ტესტირება, გუშინწინ ჩატარდა ჩვენ შემთხვევაში ტესტირება და გუშინ მოგვივიდა უარყოფითი პასუხი. ვგეგმავთ, როგორც პროტოკოლით არის გათვალისწინებული სამ დღეში ერთხელ ჩავიტაროთ ტესტირება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.