თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, მაიკ პომპეოსთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გიორგი გახარია შეეცადა, დაემალა დეტალები, მაგრამ თავად პომპეომ გაასაჯაროვა იგი, როდესაც ისაუბრა აშშ-ის მხრიდან სამართლიანი, გამჭვირვალე და თავისუფალი არჩევნების მოლოდინზე
31-08-2020, 16:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

(GUARDIAN.GE) - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, დეპუტატ თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, დასავლეთის მოლოდინია, რომ საქართველოში „სამართლიანი, გამჭვირვალე და თავისუფალი არჩევნები“ ჩატარდება და ამის შესახებ მაიკ პომპეომ პრემიერ გახარიასთან სატელეფონო საუბრისას მკაფიოდ მიანიშნა.

 


როგორც ბოკუჩავამ „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში თქვა, „მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ ეს არჩევნები იყოს ქართველი ხალხის ნების ამსახველი“.

 


„ჩვენ დემოკრატიულად, მშვიდობიანად, ნორმალურად, ცივილიზებულად ვაპირებთ ამ არჩევნებში შესვლას - ჩვენ, ანუ ოპოზიცია და რა თქმა უნდა, მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ ეს არჩევნები იყოს ქართველი ხალხის ნების ამსახველი. ეს არის ასევე ევროკავშირის და ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მოლოდინი და ძალიან ღიად ისაუბრა ამაზე სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, როდესაც მან დაურეკა გიორგი გახარიას და მართალია, გახარია ეცადა, რომ დაემალა ამ შეხვედრის დეტალები, მაგრამ თავად პომპეომ გაასაჯაროვა იგი, როდესაც ისაუბრა მოლოდინზე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სამართლიანი, გამჭვირვალე და თავისუფალი არჩევნების. რა თქმა უნდა, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ რუსეთის ინტერესი ძალიან დიდია იმიტომ, რომ დიახ, ხელისუფლებაში არის რუსული ოცნება, ხელისუფლებაში არის პუტინის ოცნება, დიახ, ხელისუფლებაში არის ისეთი ადამიანი, რომელიც ატარებს ღიად პუტინის ინტერესებს და ამაზე ღიად საუბრობენ უკვე ამერიკელები“, განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი