ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიის საჯარო სკოლაში სველი წერტილების მოწყობა მიმდინარეობს. სკოლაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა და საკრებულოს წევრი ფრიდონ შონია გაეცნენ.
ხობის მერის ცნობით, ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე იქნება ადაპტირებული. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 46 389 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ჯორჯიან კონსტრაქშენ კომპანი“ აწარმოებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.