„პარტიის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუფიქსირდა კორონავირუსი, შესაბამისად, მიღებულია ყველა ზომა რაც არის პროტოკოლით გათვალისწინებული. მივყვებით სტანდარტულ პროტოკოლს. ყველა უსაფრთხოების ზომა არის მიღებული. მათ შორის, ჩატარდა სრული დეზინფექცია ოფისში და განსაკუთრებულ რეჟიმზე არის გადასული შტაბის მუშაობა. უახლოეს მომავალში დავუბრუნდებით შტაბის მუშაობის სტანდარტულ რეჟიმს. ეს რასაკვირველია არ შეაფერხებს ჩვენი საარჩევნო კამპანიის წარმოებას. კამპანია აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება“,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით, პარტიის თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის გარკვეული ზომები იქნა მიღებული, მათი წინასაარჩევნო კამპანია არ შეფერხდება. მისივე თქმით, პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა ზომა არის გატარებული იმისათვის, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული პარტიის ოფისის თანამშრომლების და სტუმრების უსაფრთხოება.
„თანამშრომელთა და შტაბის წევრთა მოსვლა შედარებით შევზღუდეთ საარჩევნო ოფისში. ტესტირება გავიარე მეც და შტაბის სხვა წარმომადგენლებმაც, გუშინწინ და გუშინ მოგვივიდა უარყოფითი პასუხი და ვგეგმავთ რომ სამ დღეში ერთხელ ჩავიტაროთ ტესტირება როგორც ეს გათვალისწინებულია პროტოკოლით. პარლამენტის თავმჯდომარის შემთხვევაშიც ზუსტად ის ზომები იქნა მიღებული, რაც გათვალისწინებულია პროტოკოლით. ის არის თვითიზოლაციაში იმისათვის, რომ მაქსიმალურად იყოს მის გარშემო პირთა უსაფრთხოება დაცული. პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა ზომა არის გატარებული იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავიცვათ როგორც პარტიის ოფისის თანამშრომლების, ისე ჩვენი სტუმრების უსაფრთხოება“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.