(GUARDIAN.GE) - საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი 12%-ს შეადგენს და ეს მაჩვენებელი სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტად შემცირდება.
„12%-ით ისინი დღეს არიან სამწუხაროდ, მეორე ადგილზე და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად შემცირდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენი დემოკრატია წინ წავიდეს და განვითარდეს. რაც შეეხება ბოდიშს, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, ეს არის მისი ნატურა. ის ბოდიშს იხდის არჩევნების წინ, 8 წლის თავზე გაახსენდა მას ის მძიმე დანაშაულები, რომლებიც მისი ხელმძღვანელობით ჩაიდინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“.
„როდესაც ადამიანებს აწამებ ახალაიებთან და სხვებთან ერთად, როდესაც დაიმორჩილებ მართლმსაჯულებას მთლიანად ადეიშვილთან ერთად და როდესაც ჩაიდენ უამრავ დანაშაულს, ასეთ დროს ბუნებრივია, ბოდიში თავის თავზე მეტყველებს. ეს არის აღიარება იმ უმძიმესი დანაშაულისა, რომელიც ჩაიდინა თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით და ამ ბოდიშზე პასუხი ბუნებრივია, ექნება საზოგადოებას, მაგრამ, ამასთან ერთად, კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ საზოგადოების პოლიტიკური პასუხიც არ არის ამაზე საკმარისი. რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილს უნდა შევასრულებინოთ მისი პირობა, უნდა დავაბრუნოთ საქართველოში და რა თქმა უნდა, მან კანონის წინაშე მთელი სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი იმ აღიარებიდან გამომდინარე მათ შორის, რაც მან განგვიცხადა რამდენიმე დღის წინ მის კლიპში“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან თქვა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარალამენტო არჩევნებზე პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს და არ იქნება საჭირო კოალიციური მთავრობის ფორმირება, თუმცა კობახიძემ ის პოლიტიკური სუბიექტებიც ჩამოთვალა, რომელთანაც „ქართული ოცნება“ კოალიციას არც ერთ შემთხვევაში არ შექმნის.
„ჩვენ გამოვრიცხავთ ნებისმიერ კოალიციას ნაციონალურ მოძრაობასთან და მის სატელიტებთან, „ევროპულ საქართველოსთან“, „ლეიბორისტულ პარტიასთან“, „გირჩთან", ასევე „პატრიოტთა ალიანსთან“ და ბურჯანაძესთან. ჩვენ მოვახერხებთ სტაბილური უმრავლესობის ჩამოყალიბებას ამ არჩევნებზე“, აღნიშნა კობახიძემ და დაამატა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“ ორივე „ბნელი მხარეა და ორივე რუსულ საქმეს აკეთებს“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.