‘ამ არჩევნებზე გადაწყდება - შევინარჩუნებთ თუ არა ჩვენ ამერიკულ ოცნებას ან ნებას მივცემთ სოციალისტურ დღის წესრიგს დაანგრიოს ჩვენი ძვირფასი მემკვიდრეობა’’
დონალდ ტრამპი
p.s.
ჩემი თაობა, - ვინც გადარჩა და სისტემებმა არ გათელა, -
უნიკალური თაობაა: ჩვენ ზუსტად, შიდა მექანიზმების დონეზე ვიცით, როგორ ფუნქციონირებს ორი სრულიად განსხვავებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური სისტემა...
როგორც კი ნეობოლშევიკური მუხტი შევნიშნე დასავლურ განწყობებში და ქცევებში, არაფერს მოვრიდებივარ - აშკარა იყო და... ასეც აღმოჩნდა: ტროცკიზმმა დაშალა და კრახის პირას მიიყვანა დასავლეთი მთლიანობაში... სწორედ ტროცკიზმის ტექნოლოგიაა ხალხის გათახსირება, უკუღმართობების პროპაგანდა, და ა.შ. და ა.შ.
ტროცკიზმი აყალიბებს ნაგავს...
საქართველოში ბოლო 25 წლის განმავლობაში სწორედ ნეო-ბოლშევიკური და ნეო-კომკავშირული ნაგავი ჩამოაყალიბეს, რომელიც შეიფუთა მეინსტრიმულ "დასავლურ ორიენტაციაში’’.
რას ებრძვიან საღი ამერიკელები?!
რას ებრძვიან საღი ადამიანები ევროპაში?!
ცხადია, იმას - რაც დავწერე...
წლებია ვწერ აშშ-შიც და ევროპაშიც ნეო-ბოლშევიკურ ტენდენციებზე, ტექნოლოგიებზე, რომლებიც გამოიყენებოდა, ლგბტ მარაზმსა და სხვა უამრავზე...
ნეო-ბოლშევიკების თვალში პორტ-არტურის შპიონი გავხდი...
მართალი ვყოფილვარ, თუმცა, ეჭვი არასდროს მეპარებოდა...
ეს ნაგავი გასატანია საქართველოდანაც!
აუცილებლად!" - წერს Facebook-ის პირად გვერდზე ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.