(ფოტო: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს Facebook-ის გვერდიდან)
ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა დღეიდან დაიწყება. 18 წლამდე ასაკის ბავშვების სოციალური მხარდაჭერის პროგრამა 1-ელ დეკემბრამდე გაგრძელდება, პირველ ეტაპზე შესულ განცხადებებზე კი თანხების ჩარიცხვა კვლავ 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება.
„ჩვენ რამდენიმე ხნის წინ გამოვაცხადეთ 18 წლამდე ბავშვების სოციალური მხარდაჭერის პაკეტი, თუმცა აქ იყო ტექნიკური შესაძლო პრობლემები, რომელიც ჩვენ მოვაგვარეთ. შეხვედრა გვქონდა საბანკო სექტორთან და მათთან საუბრის შემდგომ მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება. ეს სოციალური დანარიცხი, რომელსაც მიიღებენ კონკრეტული ჩვენი მოქალაქეები და ოჯახები, არცერთ შემთხვევაში, არ იქნება საბანკო ვალდებულებების აღსასრულებლად მიმართული. რაც ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ საბანკო სესხი, ეს თანხა ვერ და არ იქნება გამოყენებული სესხის დასაფარად და ავტომატურად ბანკი ამ თანხას ვერ ჩამოაჭრის. ისევე როგორც აღსრულების არც ერთი მექანიზმი და ღონისძიებები ამ თანხას არ შეეხება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.