ა/ო "მედიატორი" ჩუღურეთის და დიდუბის გამგეობებს კორუფციულ ტენდერებში ადანაშაულებს
30-09-2015, 02:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მედიატორი" თბილისის რაიონების შესახებ ჩატარებულ კვლევას აქვეყნებს. ,,მედიატორის" დამფუძნებლის თეონა ჭალიძის განცხადებით, რაიონის გამგეობები თანხებს არამიზნობრივად ხარჯავენ:



,,ისანის, ჩუღურეთის და დიდუბის გამგეობები ბიუჯეტის თანხებს არამიზნობრივად ხარჯავენ. ამას მოწმობს ის ტენდერები, რომლებიც ჩაატარეს ბოლო ოთხი თვის განმავლობაში. ტენდერები ეხებოდა სპორტული ღონისძიებების ჩატარებას, რომელშიც ათიათასობით ლარი გადაიხადეს. ეს კი მაშინ ხდება, როცა არსებობს მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური, რომელსაც 40 მილიონ ლარზე მეტი აქვს ბიუჯეტი და ასევე გამგეობებშიც არიან შესაბამისი თანამშრომლები, რომლებსაც სწორედ მსგავსი ღონისძიებების ორგანიზება ევალებათ. ისინი სწორედ ამ საქმიანობაში იღებენ ყოველთვიურად ხელფასს, დანამატებსა და პრემიებს. შესაბამისად საფუძვლიანია კითხვები, თუ რაში დასჭირდა გამგეობებს აღნიშნული სპორტული ღონისძიებების ორგანიზებისათვის ტენდერების გამოცხადება და ამხელა თანხების გადახდა. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ტენდერში გამარჯვებულია შპს ,,კონცეპტი”, რაც საფუძვლიან ეჭვს ბადებს – ხომ არ გვაქვს საქმე კორუფციულ გარიგებებთან. მინდა აქვე მივმართო აღნიშნული რაიონების გამგებლებს და შევთავაზო თუ თავიანთი ძალებით ვერ აორგანიზებენ მსგავს ღონისძიებებს, შემიძლია დავეხმარო და კონსულტაცია გავუწიო ან საერთოდაც დაორგანიზებაში დავეხმარო სრულიად უსასყიდოდ. ეს ათიათასობით ლარი კი ვურჩევ მიმართონ ბევრად მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებისკენ, რაც მრავლადაა აქვთ მოქალაქეებს.” - აცხადებს ჭალიძე.


მისივე თქმით - „აქვე აღსანიშნავია რომ ორგანიზატორი ამ ტურნირის რომელიც ისანში გაიმართა არის ჯაბა ჯიშკარიანი, საკრებულოს დეპუტატის ავლაბრის მაჟორიტარის შვილი. ორგანიზატორის ხელფასიც კი გაწერილია დოკუმენტაციაში რაც ნათელს ხდის რომ ოცნების დეპუტატი მონაწილეობს ამ კორუფციულ სქემაშიჯანსაღი ცხოვრების ხარჯზე მდიდრდებიან ოცნების დეპურატები და ოცნებასთან დაახლოებული პირები," - აცხადებს ,,მედიატორის' დამფუძნებელი თეონა ჭალიძე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი