ბრიტანულმა Sunday Express-მა ამერიკულ კვლევით ცენტრს Democracy Institute-ს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების სოციოლოგიური კვლევა შეუკვეთა და შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, ტრამპი ბაიდენს ქვეყნის მასშტაბით 3%-ით უსწრებს, ხოლო მერყევ შტატებში, რომელთაც ასევე „საბრძოლო შტატებს“ უწოდებენ და ფაქტობრივად, მათ უნდა გადაწყვიტონ არჩევნების ბედი, ტრამპი ბაიდენს 7%-ით უსწრებს.
აღნიშნულის შესახებ განცხადებას პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა Facebook-ის პირად გვერდზე აქვეყნებს.
„ამ ეტაპზე გადამწყვეტი მომენტი რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების კონვენტები (ყრილობები) და იქ წარმოთქმული სიტყვები გახდა. კონვენტებმა ტრამპს 21%-ით, ხოლო ბაიდენს 8%-ით გაუზარდა იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელიც ჩამოყალიბდა თუ ვის აძლევს ხმას. ტრამპის მომხრეთა 3% უშვებს შესაძლებლობას, ხმა ბაიდენს მისცეს, ხოლო ბაიდენის მომხრეთა 8% უშვებს შესაძლებლობას, ხმა ტრამპს მისცეს. კვლევის მიხედვით, მოძრაობამ Black Life Matters დემოკრატების წინააღმდეგ იმუშავა და უმრავლესობამ ტრამპის სლოგანს "კანონი და წესრიგი" დაუჭირა მხარი. დემოკრატიის ინსტიტუტის დირექტორი პატრიკ ბეშამი აცხადებს, რომ ნებისმიერ საარჩევნო კამპანიაში დგება გადამწყვეტი მომენტი, როდესაც ცხადი ხდება, საით უბერავს „საარჩევნო ქარი“ და ამ არჩევნებზე პარტიების ყრილობები გახდა ასეთი გადამწყვეტი მომენტი. „კანონი და წესრიგი“ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად გადაიქცა ამომრჩევლის 37%-სთვის, ხოლო ეკონომიკა მეორე ადგილას გადავიდა 27%-ით. ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატად კამილა ჰარისის წარდგენამ ბაიდენს მოუმატა 11%, მაგრამ დააკლო 12%. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მაგალითად, Cloud Research -ის კვლევით, ამომრჩევლის დაახლოებით 11% ერიდება თქვას, რომ ტრამპს უჭერს მხარს, რაც ლიბერალური მედიის მიერ ჩანერგილი სტიგმის გამო ხდება. რეალურად ტრამპის მომხრეთა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე კვლევები აჩვენებს.
P.S. ქართველი „პოლიტიკოსების“ უმრავლესობა „ბრძნულ“ მდუმარებას აგრძელებს, ემანდ არ შევცდეთ, წაგებულს არ დავუჭიროთ მხარიო და „პურიფული“ არ დავკარგოთო - ეს კი ნამდვილად სახალისოა საქმეში ჩახედული ადამიანისთვი“, წერს ირაკლი გოგავა.
Democracy Institute-ის სოციოლოგიური კვლევის შედეგია ასეთია:
ტრამპი - 48%
ბაიდენი - 45 %
გადაუწყვეტელი -7%
თეთრკანიანი ამომრჩეველი: ტრამპი - 53% ბაიდენი - 45%
შავკანიანი ამომრჩებეველი: ტრამპი - 19%; ბაიდენი - 77%
ესპანურენოვანი: ტრამპი - 39% ბაიდენი - 50%
შეკითხვაზე - აირჩევენ თუ არა ტრამპს ხელმეორედ?
დიახ - 57%
არა - 43%
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.