ერთადერთი, რასაც ვინატრებდი დღეს, არის თქვენი მასპინძლობა ჩემს უმშვენიერეს ქვეყანაში, საქართველოში, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ნიუ იორკში, საინვესტიციო ფორუმზე: Georgia-Making Business Easy შეკრებილ მსოფლიოს წამყვან ინვესტორებს.
პრემიერმა დამსწრეებს მადლობა გადაუხადა, რომ მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, შეუერთდნენ ამ ღონისძიებას, რათა გაეცნონ ინფორმაციას საქართველოში ინვესტირების უსაზღვრო შესაძლებლობების შესახებ.
"ერთადერთი, რასაც ვინატრებდი დღეს, არის თქვენი მასპინძლობა ჩემს უმშვენიერეს ქვეყანაში, საქართველოში. თუკი თქვენ ოდესმე ყოფილხართ საქართველოში, გეცოდინებათ, თუ რა საგანძურია ის. მათ კი, ვისაც ჯერ კიდევ აქვს სტუმრობა ჩემს ქვეყანაში, ბევრი სასიამოვნო სიურპირიზი ელოდება.
მინდა მოგაწოდოთ მოკლე ინფორმაცია, რას გთავაზობთ საქართველო, და შემდეგ მოგიწვიოთ ჩემთან და ჩემი ეკონომიკური გუნდის წევრებთან პირისპირ სასაუბროდ, რომლებიც მე დღევანდელ ღონისძიებაზე დასაწრებად მოვიწვიე", -განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა დამსწრეებს ქართული დელეგაციის წევრებიც გააცნო. "ჩემთან ერთად დღეს ამ ღონისძიებას ესწრებიან: ჩვენი ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი გიორგი კვირიკაშვილი; საგარეო საქმეთა მინისტრის ახალდანიშნული მოადილე მიხეილ ჯანელიძე; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქალბატონი ქეთევან ბოჭორიშვილი; საქართველოს ელჩი აშშ-ში ბატონი არჩილ გეგეშიძე; საელჩოს სავაჭრო განყოფილების უფროსი და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ყოფილი დირექტორი ბატონი გიორგი ციკოლია; მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობების შემსრულებელი ქალბატონი ანა კვარაცხელია.
დღეს საქართველო სულ სხვა ქვეყანაა, ვიდრე ოცი წლის წინ. ყველა სფეროში, დაწყებული ჯანდაცვით, განათლებით, პოლიტიკური სტაბილურობითა და ეროვნული უშიშროებით და დამთავრებული ჩვენი დღევანდელი ღონისძიების თემით, ანუ ეკონომიკური განვითარებით - ყველა სფეროში გვაქვს არნახული პროგრესი.
ბოლო წლებში საქართველოში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია, რომლის მიზანიცაა დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის დასავლურ პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობა. ჩვენ განუხრელად მივყვებით დასავლური ინტეგრაციის გზას, ვაღრმავებთ ურთიერთობებს ევროკავშირთან, ნატო-სა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან", - განაცხადა პრემიერმა.
საინვესტიციო ფორუმს მსოფლიოს წამყვანი ბიზნესლიდერები დაესწრნენ, მათ შორის - კომპანია 32 Advisors-ის ვიცე-პრეზიდენტი მარტინ მოისბურგერი, African Trade and Business Center-ის მმართველი პარტნიორი თი ტომპსონი, Avir Group-ის ხელმძღვანელი რიჩარდ სმიტი, BlueCap Economic Advisors-ის მმართველი დირექტორი გარი მარქსი, Brunswick Group-ის დირექტორი ლიზ დაჰანი, Contract Pharmacal-ის აღმასრულებელი დირექტორი მეტ ვულფი, Deloitte-ის დირექტორი ჩარლზ რუბი, Dreamit Ventures-ის თანადამფუძნებელი პატრიკ ფიცჯერალდი, NBC Universal-ის ვიცე-პრეზიდენტი ქეით ჩეთემი, შყნერგიცს Energy Development-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი ვეინ როჯერსი და სხვები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.