(GUARDIAN.GE) - „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილი „თავიდან ბოლომდე“ ტყუილს უწოდებს რუსულ საინფორმაციო სააგენტო „დოსიეში“ გამოქვეყნებულ მასალას მათი რუსული ფულით დაფინანსების თაობაზე და აცხადებს, რომ „კუროპტევმა,სააკაშვილ-ბოკერიას დავალებით, ტყუილი მიაწოდა „დოსიეს“, დაიბეჭდა ეს ტყუილი, შემდეგ ამ ტყუილზე აკეთა კომენტარები ვინმე იგორ კუროპტევმა“.
აღნიშნულის შესახებ ირმა ინაშვილმა „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
„ყველაფერი თავიდან ბოლომდე არის ტყუილი... დაიწერა ტყუილი, ხადარკოვსკის სააგენტოში, საკმაოდ მძიმე რეპუტაციის, საეჭვო რეპუტაციის, ყვითელი სააგენტოა „დოსიე“, რომელიც საკუთარ წესდებაში წერს, რომ მესამე პირები მაწვდიან ინფორმაციას, მაგრამ არავითარ პასუხისმგებლობას მე არ ვიზიარებ ამ მოწოდებულ ტყუილზე ან ნებისმიერი სახის „ფეიკ“, გაყალბებულ ინფორმაციაზე, დოკუმენტებზე და ა.შ. ეს ტყუილი დაბეჭდა „დოსიემ“, მერე ამ ტყუილზე გაკეთდა ტყუილი კომენტარები და ვინ აკეთებს ამ ტყუილ კომენტარს? ეს არის იგორ კუროპტევი. თქვენ და არც ერთ ტელევიზიას არ დაგიკონკრეტებიათ, რომ ბატონი კუროპტევი, მისი კომპანია არის პარტნიორი ხადარკოვსკის კომპანიის. მისი კომპანია, „თავისუფალი რუსეთი“, რომელსაც ის წარმოადგენს, არის პარტნიორი ხადარკოვსკის მედია პროექტების, ამას დამატებული, ამ „თავისუფალი რუსეთის“, ამ ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახლავთ დევიდ კრამერი, საქართველოში კარგად ცნობილი, ანუ მაკკეინის მთელი ხაზი და წარმოიდგინეთ რა გააკეთეს? მესამე მხარე ვინ არის, მესამე წყარო? მესამე მხარე და წყარო არის ეს, ვინმე კუროპტევი, რომელმაც სააკაშვილ-ბოკერიას დავალებით, ტყუილი მიაწოდა „დოსიეს“, დაიბეჭდა ეს ტყუილი, შემდეგ ამ ტყუილზე აკეთა კომენტარები ვინმე იგორ კუროპტევმა. სხვათა შორის, ამ იგორ კუროპტევის საქმიანობა საქართველოში არის შესასწავლი იმიტომ, რომ ძალიან ბევრი კითხვა არის მის გარშემო და ვიწყებ ახლა მისი საქმიანობის შესწავლას მე ჩემით“, განაცხადა ირმა ინაშვილმა.
იგი მბობს, რომ აღნიშნული ძალები მათ იმის გამო ებრძვიან, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ მასშტაბური გამოკითხვა ჩაატარა, სატელეფონო და სხვა სახის და არსებობს საქართველოს მოქალაქეების გამოკითხვის 800 000-მდე აუდიო ჩანაწერი, რომელიც აჩვენებს, რომ სააკაშვილის და ბოკერიას პარტიების რეიტინგი ძალზე დაბალია.
„ამ გამოკითხვამ აჩვენა, რომ სააკაშვილის პარტიას 3.5% აქვს მხარდაჭერა. 1%-საც ვერ აღწევს ბოკერიას ჯგუფის რეიტინგი. ეს არის მარტი-აპრილი და მაისის ნაწილის მონაცემები და ეს გამოკითხვა კიდევ გრძელდება. ძალიან ენა რომ წაიგრძელა ამ ბოლო დროს მევახშეების პარტიამ, სააკაშვილის დროს, „ლელოზე“ ვლაპარაკობ, პირდაპირ ადეიშვილთან რომ ჰქონდათ კონტრაქტი გაფორმებული და ბანკი ბერკეტად ჰქონდა სააკაშვილის რეჟიმს გამოყენებული იმისათვის, რომ წაერთვათ ადამიანების ქონება და გააუბედურეს მთელი საქართველო, და დღეს ამ პარტიამაც კი, რომელიც ტივტივებს 0%-ში, ხმა ამოიდგა და ჩვენ წინააღმდეგ არის ყველა გაერთიანებული“, განაცხადა ირმა ინაშვილმა და „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების წყაროებზე ისაუბრა.
„ჩვენი პარტიის ნებისმიერი დაფინანსების წყარო არის ღია და საჯარო. ჩვენს პარტიას ჰყავს შემომწირველები, ჩვენი პარტიის წევრები, საჯაროა ეს ინფორმაცია. ასევე ჩვენ სახელმწიფო ბიუჯეტი გვაფინანსებს, ქართული ფული. არავითარი უცხო ქვეყნის ფული ჩვენ არასდროს არ აგვიღია და არ ავიღებთ. ეს იაფფასიანი კამპანია და თავდასხმა, რაც ჩვენზე განხორციელდა, ჩვენთვის იყო მოსალოდნელი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია, რამაც გააცოფა ყველა, „ლელოდან“ დაწყებული, ნათელაშვილით გაგრძელებული და მე დავინახე რა მძიმე მდგომარეობაშია ჩვენი პოლიტიკური სპექტრი. ამათ ქვეყანა როგორ უნდა ანდონ, ამ ხალხს. მეორე მიზეზი არის აფხაზეთში ჩვენი ჩასვლა. აი, ამან გააცოფა ეს ნაწილი პოლიტიკური სპექტრის“, აღნიშნა ირმა ინაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.