ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და აქედან 22 არის ბათუმის საკონდიტრო მაღაზია „დონა“-ს კლასტერიდან.
მისი თქმით, სხვა 7 შემთხვევა დაავადებულებ პაციენტებთან კონტაქტია, 4 შემოტანილია, მათ შორის 2 სატვირთო ავტომობილის მძღოლია, 5 პირზე კი მიმდინარეობს კვლევა კონტაქტების მოძიების და წყაროს დადგენის თვალსაზრისით.
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალება სოციალური დისტანცირება და პირბადის ტარებაა. მისი თქმით, უნდა გამკაცრდეს კონტროლის მექანიზმები და ეს პირველ რიგში მასობრივი თავშეყრის ადგილებში უნდა მოხდეს - სავაჭრო ობიექტებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.