მესტიის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ დაბასა და ლენჯერის თემში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები მოიხსნა და მესტია ტურისტების მისაღებად ემზადება.
„მესტიაში დღეს დილიდან ყველა შეზღუდვა მოხსნილია, რადგან ტესტების პასუხები, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ, ყველა უარყოფითია. შესაბამისად, ყველა შეზღუდვა, რაც მესტია-ლენჯერს ეხებოდა, მოხსნილია. სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა დღეიდან უკვე აღდგა. ასევე აღდგება ფრენებიც. სასტუმრო „ბანგურიანიდან“ გავა ხალხი დღეს და კარანტინში აღარავინ დარჩება. ვემზადებით, რომ სტუმრები მივიღოთ და გაიხსნას ტურისტული სეზონი. ეპიდემიოლოგები ისევ აგრძელებენ მუშაობას. კიდევ ერთი, ბიზნესოპერატორები მოვიდნენ ჩვენთან და შუამდგომლობა გვთხოვეს პრემიერთან და ბანკებთან. მე თავად მიმაქვს ეს წერილები. ისინი ითხოვენ სესხების პროცენტის გადავადებას. ამას სჭირდება მთავრობის დადგენილება. გადაწყვეტილება ჯერ არ ვიცი“, – განაცხადა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.