სუს-ის უფროსის მოადგილე, ლევან იზორია თანამდებობიდან უნდა გადადგეს, ამის შესახებ გადაცემა "არჩევანში" “თავისუფალი დემოკრატების” გენერალურმა მდივანმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა.
პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ იზორიამ თანამდებობა ე.წ "ნარუშილოვკის" მის ძმაზე გაცემის გამო უნდა დატოვოს. მისი თქმით, ლევან იზორიას მორალურადაც არ აქვს უფლება თანამდებობაზე დარჩეს.
„არც ერთია მუშნი ზარანდია და არც მეორე დათა თუთაშხია, რომ იარონ ასე წყნარად და მშვიდად და ველოდოთ გამოძიებას. მას ეს გადაწყვტილება უკვე მიღებული უნდა ჰქონდეს," - აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი.
პეტრიაშვილმა აღნიშნა, რომ ე.წ. „ნარუშილოვკის“ სკანდალმა თვალნათლივ აჩვენა რომ შსს-ში სისტემური პრობლემებია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.