[ვიდეო] თბილისის ანძაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ინტერესთა გამოხატვა ცხადდება
02-09-2020, 12:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მერია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, თბილისის ანძაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, ინტერესთა გამოხატვას აცხადებს.

 


როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პროექტის განხორციელების შედეგად, თბილისის ანძასაკმაოდ საინტერესო და მიმზიდველი ობიექტი გახდება. დაახლოებით, 70 მეტრის სიმაღლეზე განთავსდება გადმოსახედი, საიდანაც პანორამული ხედები გადაიშლება, ასევე, კვების ობიექტები.

 


„როგორცგახსოვთ, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, თბილისის სატელევიზიო ანძის რეაბილიტაციაზე ვსაუბრობდი. ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, აღნიშნულ საკითხზე ბევრი ვიმუშავეთ. გამოცხადებული გვქონდა ტენდერი, რომ შეგვემუშავებინა კონცეფცია, თუ რისი გაკეთება არის შესაძლებელი სატელევიზიო ანძაზე, მისი განვითარება-რეაბილიტაციისთვის. ტენდერში გაიმარჯვა ესტონურმა კომპანიამ „კოკო“, რომელსაც მსგავს ობიექტებზე მუშაობისსაკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ჩვენ უკვე გეგმარება ჩავიბარეთ. საკმაოდ საინტერესო და მიმზიდველი ობიექტი გამოდის. დაახლოებით, 70 მეტრის სიმაღლეზე განთავსდება გადმოსახედი, საიდანაც პანორამული ხედები გადაიშლება, ასევე, კვების ობიექტები. ვფიქრობ, რომ თბილისისთვის ჩვენი სატელევიზო ანძის სწორად გამოყენება, ფუნქციის მინიჭება, დამატებითი მიზიდულობის ცენტრი იქნება. როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე,ჩამოსულ ტურისტებს ექნებათ შესაძლებლობა, ამ ადგილითისარგებლონ.გვინდა, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადოთ, რომ ბიზნესსექტორი დავაინტერესოთ. დაახლოებითი გათვლები გვაქვს და პროექტის განხორციელებას 10-დან 15 მილიონ ლარამდე დასჭირდება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

 

 

 

კახა კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ ბიზნესსექტოთან აქტიური კომუნიკაცია ჰქონდეს, რადგან თბილისის სატელევიზიო ანძის სწორად გამოყენება ბიზნესისთვისაც საინტერესოა.

 

 

 

„ის ვიზუალი, რომელიც ესტონურმა კომპანიამ წარმოადგინა, ისტორიულ-კულტურულ საბჭოსთან უკვე შეთანხმებულია, არის რეკომენდაციები და შემდგომ ეტაპზე პატარა ცვლილებები მოგვიწევს. ამ ეტაპზე კი ტენდერს ვაცხადებთ. მინდა, ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დავავალო, მჭიდრო კომუნიკაცია იქონიოს ბიზნესსექტორთან, კომპანიებთან,რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ჩართული. ისიც მესმის, რომ დღეს მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძვის და შეიძლება კომპანიების შერჩევა გარკვეულწილად გაჭირდეს, თუმცა სატელევიზიო ანძა ჩვენს ქვეყანაში მსგავსი ტიპის ერთადერთი ობიექტია. მისი სწორად გამოყენება საკმაოდ საინტერესო იქნება იმ ბიზნესისთვის, ვინც ამ პროექტში ჩაერთვება. დარწმუნებული ვარ, მომდევნო წლებში თბილისის ანძაჩვენი ქალაქისთვისერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი