მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით მოსწავლეების სკოლაში სიარული და ცხრილის ისე ორგანიზება, რომ ყველა მოსწავლემ იაროს სკოლაში, – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, სკოლებს მიეცათ სრული თავისუფლება, რომ სასწავლო პროცესის თავისი საჭიროებიდან გამომდინარე ორგანიზება მოახდინონ.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელიც უშუალოდ განათლების სამინისტროს მხრიდან არის გაცემული. სკოლას ეძლევა შესაძლებლობა, თავად განსაზღვროს სკოლაში სასწავლო დღის დაწყების დრო. მას შეუძლია, დაიწყოს დილის 09:00 საათზე და ყოველი 15 წუთის შემდეგ განსაზღვროს კლასებისა და საფეხურების მიხედვით მოსწავლეების მიღება. ჩავთვალეთ, რომ ყველა სკოლას აქვს თავის ინდივიდუალური საჭიროება, აქვს განსხვავებული ინფრასტრუქტურული მდგომარეობა და მოსწავლეების რაოდენობა, ამასთან დაკავშირებით სკოლებს მიეცათ სრული თავისუფლება, რათა თავისი საჭიროებიდან გამომდინარე დააორგანიზონ სასწავლო პროცესი. ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელსაც გასცემს განათლების სამინისტრო, ეს არის პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით მოსწავლეების სკოლაში სიარული და გაკვეთილების ცხრილის ისე ორგანიზება, რომ ყველა მოსწავლემ იაროს სკოლაში. იმ შემთხვევაში, თუ სკოლას აქვს გარკვეული ინფრასტრუქტურული გამოწვევები, მათ ეძლევათ შესაძლებლობა, რომ სასწავლო პროცესის, გაკვეთილების ხანგრძლივობის, მოქნილობის გრაფიკი შეიმუშაონ. სწავლის დაწყების დროს განსაზღვრავს უშუალოდ სკოლა. ეძლევათ შესაძლებლობა, რომ სმენების მიხედვით დააორგანიზონ სასწავლო დღე. ამასთან, სკოლას შეუძლია, გამოიყენოს შაბათი დღეც“, – განაცხადა ეკა დგებუაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.