"უნივერსიტეტი, რომელიც კალაძის ცოლის ძმამ დაამთავრა, არ ფიქსირდება არც განათლების სამინისტროს რეესტრში და არც როგორც სასწავლებელი"
30-09-2015, 02:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამოქალაქო მონიტორინგის ცენტრი, მერიის განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი არეშიძის დიპლომის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გასაჯაროვებას მოითხოვს.


მათი ინფორმაციით, უნივერსიტეტი, რომელიც კახი კალაძის ცოლის ძმას ოფიციალურად აქვს მითითებული, საერთოდ არ არსებობს და შესაბამისად კითხვის ნიშნის ქვეშაა, აქვს თუ არა მერიის მაღალჩინოსანს უმაღლესი განათლება.


როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა გიორგი ხაბურძანიამ განმარტა, ორგანიზაციამ ინფორმაცია განათლების სამინისტროსგანაც გამოითხოვა, საიდანაც მიიღეს პასუხი, რომ წმინდა ნიკოლოზის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტი მათ ბაზაში არ ფიქსირდება:


„კახი კალაძის ცოლის ძმას, რომელიც გახლავთ ქალაქ თბილისის მერიის განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი, ოფიციალურ საიტზე განთავსებული აქვს ინფორმაცია, რომ დამთავრებული აქვს წმ. ნიკოლოზის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტი, ბიზნესი და მართვა- ბაკალავრი. ჩვენ დავინტერესდით ამ უნივერსიტეტის წარმომავლობით და არსებობით და გამოვითხოვეთ შესაბამისი ინფორმაცია განათლების სამინისტროდან, საიდანაც მოგვწერეს, რომ ასეთი უნივერსიტეტი არ ფიქსირდება არც მათ რეესტრში და არც როგორც სასწავლებელი.


გარდა ამისა, ჩვენ „გუგლის“ საძიებო სისტემაში ვეცადეთ აღნიშნული უნივერსიტეტის მოძებნას და ვერც იქ ვნახეთ. მოვითხოვთ ქალაქ თბილისის მერიისგან, გასაჯაროვდეს ეს დოკუმენტი ან გათავისუფლდეს ეს ადამიანი, რადგან არ შეესაბამება მის მიერ დაკავებულ თანამდებობას. კანონით არ არის ისე, რომ საჯარო მოხელეს მაინცდამაინც უმაღლესი განათლება უნდა ჰქონდეს, მაგრამ როცა საქალაქო სამსახურის უფროსი გახლავთ, უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, ამ დოკუმენტის ტოლფასი ვერ იქნება კახი კალაძის ცოლის ძმობა.“ განაცხადა გიორგი ხაბურძანიამ.



pirveliradio.ge

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი