„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი გლობალური პანდემიის გამო, საქართველოს მთავრობას და ბანკებს მოუწოდებს, მოსახლეობისგან ვალების ამოღება შეაჩერონ, „ხოლო 31 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც შევცვლით ხელისუფლებას, ყველა ეს ვალი იქნება ჩამოწერილი“
„გლობალური პანდემიის გამო, მთელ მსოფლიოში ბანკებმა შეწყვიტეს სესხების ამოღება, ხოლო სახელმწიფოებმა გაუშვეს ტრილიონიანი ინექციები მიყენებული ზარალის დასაფარად. ერთადერთი კუნძული, უგულობისა და არაადამიანობისა, ივანიშვილის საქართველოა, სადაც დღეიდან ბანკებმა ისევ დაიწყეს მოსახლეობისაგან გადავადებული ვალების მოთხოვნა. ეს მაშინ, როდესაც საბანკო სისტემამ განვლილი 8 თვე დაამთავრა მილიარდიანი მოგებით. აქედან, ბანკებმა ხელში ჩაიგდეს 200 მილიონი უძრავ-მოძრავი ქონება. მოვუწოდებ მთავრობას და ყველა ბანკს, გადადეთ ვალების ამოღება მოსახლეობიდან და ბიზნესიდან, ხოლო 31 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც შევცვლით ხელისუფლებას, ყველა ეს ვალი იქნება ჩამოწერილი, როგორც აღნიშნული განხორციელდა ევროპაში, აშშ-ში, სინგაპურში, ვიეტნამში და ყველგან. საქართველო დადგება ამ რიგებში. თავისუფალი ერი და ადამიანი ნიშნავს იმას, რომ პანდემიის და ეპიდემიების დროს, არავინ ვალს არ სთხოვს, ვალებს აწერენ და ქონებას არ უყადაღებენ, ამით იწყება თანამედროვე ცივილიზაცია“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.