ბიძინა გეგიძე: „ახლა ვიღებ ყველაზე დიდ პასუხისმგებლობას, როდესაც ამ პრინციპით - „არ იყიდება“ გავდივარ ვაკის არჩევნებში, რათა დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მოვიპოვო გამარჯვება“
02-09-2020, 15:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ახლა ვიღებ ყველაზე დიდ პასუხისმგებლობას, როდესაც ამ პრინციპით „არ იყიდება“ გავდივარ ვაკის არჩევნებში, რათა დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მოვიპოვო გამარჯვება“, აცხადებს ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს ყოფილი წევრი, ბიძინა გეგიძე.

 


„მოახლოვდა არჩევნები და ჩვენ ვხედავთ პოზიტიური შინაარსით სავსე ძვირადღირებულ ვიდეოებს, ბანერებს, ივენთებს, შეხვედრებს, პრეზენტაციებს.

 


ამას გვთავაზობს ორი დევალვირებული ძალის წარმომადგენელი სუბიექტი, რომლის წარმომადგენლებიც მთელი 16 წელი გახლდნენ ხელისუფლებაში, რის შედეგადაც ქვეყანა სიღარიბეში, იმედგაცრუებაში და ნიჰილიზმშია ჩაფლული.

 


პარადოქსია!!!

 

მე ყოველთვის ვამბობდი, რომ პოზიტიური პროცესის გარეშე ვერ დგება პოზიტიური შედეგი. თქვენი, ორივე ძალის, ამდენწლიანი პროცესი იყო მხოლოდ ნეგატიური. არჩევნების წინ უეცრად შეცვლილი რიტორიკით, ლექსიკით, შინაარსით და ძვირადღირებული ვიდეოებით პოზიტივზე გადასვლა არ გამოვა. ეს მორიგი სიყალბეა და ხალხი ამას არ ჭამს.

 


მე ამ ტრიბუნიდან ადრეც განვაცხადე, რომ ქვეყანაში გვაქვს პოლიტიკური მარაზმის მოცემულობა. ორი დევალვირებული პოლიტიკური დაჯგუფება და მასთან სხვადასხვა ფორმით დაკავშირებული ყველა დანარჩენი პოლიტიკური სუბიექტი, ახლა უკვე საარჩევნო კამპანიის პროცესში აპირებს კიდევ ერთხელ: ცრუ დაპირებებით; ტყუილებით; ყალბი პროპაგანდით; ყალბი პიარით; ძალადობითდა, რაც მთავარია, ფულით იყიდოს ხმები.

 


მხოლოდ კერძო ინტერესებით მართული, ყოველგვარი შინაარსისაგან, პროგრესისგან, სიმართლისაგან, ღირსებისაგან და პერსპექტივისაგან დაცლილი, ყალბი, ნეგატიური, ცირკად ქცეული მორიგი ოთხი წელი შესთავაზოს ქართველ ხალხს. იმ ხალხს, რომლის ინტერესების გამომხატველიც უნდა იყოს ხელისუფლება და რომლის ინტერესებიც არ გაუთვალისწინებია:

 

• არც მაშინ, როცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ამწესებდა უვადოდ

 

• არც მაშინ, როდესაც მურუსიძეს ნიშნავდა

 

• არც 20 ივნისს

 

• არც პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით„გადაგდების“ დროს

 

• არც 120/30-ზე ფორმულის დაწერის დროს

 

• არც მაშინ, როცა მარიხუანის ლეგალიზებას აპირებდა

 

• არც მაშინ, როცა მეორე მოსმენით რეკრეაციული სივრცეების დაცვის კანონს აგდებდა

 

• არც მაშინ, როცა ურბანულ ოკუპაციას უწყობდა თბილისის ცენტრალურ უბნებს.

 


ხალხი, საზოგადოება მხარს უჭერდა მესამე ძალის გამოჩენას.

 


სამწუხაროდ, ეს არ მოხდა და დღეს იგივე სურათი გვაქვს: აქეთ, ნაციონალური მოძრაობა - იქით ქართული ოცნება!!!

 


აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ, ვაკეში დამოუკიდებელი მაჟორიტარის პლატფორმიდან დავიწყოთ და ღირებულებებზე: ღირსება, სამართლიანობა, კეთილდღეობა დაყრდნობით, შევქმნათ ნამდვილი, მტკიცე ძალა, რომელიც არ იყიდება. არ იყიდება!!! - ეს იქნება ჩვენი პრინციპი არჩევნებში და ზუსტად ეს არის გამარჯვების ფორმულა.

 


ვაკის მაჟორიტარის არჩევნები იქნება პირველი ფაზა იმ გზაზე, რომელიც არ იყიდება. არ იყიდება და ყველა ადამიანის ინდივიდუალური რესურსი ერთიანდება!!! არ იყიდება და ეს გაერთიანებული რესურსი ასიდან ასჯერ უგებს ფულის რესურსის ირგვლივ გაერთიანებულ პოლიტიკურ დაჯგუფებებს, რომლებიც არჩევნების დროს ყიდულობდნენ ჩვენს ინტელექტს, ცოდნას, ბრძოლისუნარიანობას, სულისკვეთებას, კომპეტენციებს, ნიჭს, პოზიტივს და ა.შ.

 


არ იყიდება და თვითონ ახდენს საკუთარი რესურსების რეალიზებას, ინვესტირებას, გამოყენებას და შემოდის პოლიტიკაში, რათა გახდეს ხალხის ინტერესების, ეროვნული ინტერესების, სახელმწიფო ინტერესების გამომხატველი და დამცველიც!!!

 


მივმართავ თავისუფალ მედიას, ვისაც თავი ასეთად მიაჩნია, ჩვენ ბევრი რამ გვაქვს სათქმელი საზოგადოებისათვის და იმედი გვაქვს მოგვეცემა ამის საშუალება.

 


მივმართავ საღად მოაზროვნე ყველა ადამიანს, მათ შორის ოცნების და ნაციონალების მხარდამჭერებს და მათ ორბიტაზე მყოფთ - გავერთიანდეთ ღირსების, სამართლიანობის, კეთილდღეობის ღირებულებებით და მთავარი პრინციპით - არ იყიდება!!!

 


კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პოლიტიკურ სივრცეში - „არ იყიდება“.

 


მე რამდენჯერმე ავიღე პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე: მაშინ როდესაც გავხდი რაგბის კავშირის პრეზიდენტი; მაშინ როცა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ ვიბრძოდით 7 ნოემბერს, 26 მაისს და ა.შ.; მაშინ, როდესაც გავხდი ვაკის მაჟორიტარი 2016 წელს.

 


ამ ისტორიიდან გამომდინარე, ახლა ვიღებ ყველაზე დიდ პასუხისმგებლობას, როდესაც ამ პრინციპით „არ იყიდება“ გავდივარ ვაკის არჩევნებში, რათა დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მოვიპოვო გამარჯვება“, აცხადებს ბიძინა გეგიძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი