(GUARDIAN.GE) - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რჩება მთავარ მოთამაშედ, რომელიც მთავარ როლს ითამაშებს ოქტომბრის არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასასრულში.
„ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ, უკვე ორი დღეა, როდესაც „ქართული ოცნების“ ყველა წარმომადგენელი საუბრობს მიხეილ სააკაშვილზე რაღაცა მუქარის ენით თუ დაცინვის ენით თუ სხვადასხვა, ერთადერთ რამეს მოწმობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ მისი რეალური, მთავარი პოლიტიკური მოწინააღმდეგე არის სწორედ მიხეილ სააკაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე 8 წელიწადია არის პოლიტიკური დევნილი და შესაბამისად, რა თქმა უნდა, შეზღუდული აქვს შესაძლებლობა, რომ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობდეს ქვეყანაში, მაგრამ დღეს ის რჩება, სააკაშვილი რჩება მთავარ, თუ არა გადამწყვეტ მოთამაშედ, რომელიც დაამარცხებს სწორედ, ითამაშებს მთავარ როლს, ვფიქრობ, ოქტომბერში ივანიშვილის რეჟიმის დასასრულში. ეს მან ძალიან კარგად იცის და ამიტომ გვესმის ეს რაღაც მექანიკური თოჯინებივით ერთი და იგივე გზავნილები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან“, განაცხადა სალომე სამადაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.