„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ახალქალაქისა და ნინოწმინდის საარჩევნო ოლქში სამველ მანუკიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერთან, იური უნანიანთან ერთად, ახალქალაქის სოფლების მოსახლეობას შეხვდა და შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
„დღეს ჩვენი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სოფელი სულდა, დადეში, მიასნიკიანი (კომუნა) და ბოზალი ვინახულეთ. აღსანიშნავია, რომ სოფელ სულდაში სასმელი წყლის 2 წყალსადენის მოპირკეთება უკვე დასრულდა, ხოლო მესამეს მშენებლობა სულ მალე დასრულდება. ასევე მოეწყობა სოფლის შიდა წყალგაყვანილობის სისტემის 750 მეტრიანი კვანძი. 2020 წლის ბოლოს კი სოფელს ექნება ახალი საბავშვო ბაღი, რისთვისაც მოსახლეობა მთავრობისადმი დიდ მადლიერებას გამოხატავს.
თუმცა, კვლავ აქტუალურია გაზიფიცირების საკითხი, და ასევე ორ სოფელს - სულდასა და დადეშს, ესაჭიროება სკოლის შენობის რეაბილიტაცია. ადგილობრივი მოსახლეობა სოფლის მეურნეობით არის დაკავებული, ამიტომ მათ მთხოვეს 800 ჰექტარზე გათვლილი სარწყავი წყლის სისტემის გამართვა, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოსავლიანობის ზრდას“, აცხადებს სამველ მანუკიანი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.