აჭარის მთავრობა: ბათუმში არ იგეგმება საკარანტინო მდგომარეობის დაწესება, თუმცა მკაცრდება მონიტორინგი
03-09-2020, 09:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი შტაბის სხდომა გაიმართა.

 


შეხვედრაზე იმსჯელეს შექმნილ ვითარებასა და არსებულ რისკებზე.

 

 

აჭარის მთავრობის ცნობით, აჭარაში ზოგადი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ექვემდებარება კონტროლს და შესაბამისად, ბათუმში არ იგეგმება საკარანტინო მდგომარეობის დაწესება, თუმცა მკაცრდება მონიტორინგი.

 


მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მუნიციპალურ ტრანსპორტში, კლუბებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვადასხვა ობიექტებში გამკაცრდეს მონიტორინგი, რაც გულისხმობს ყოველდღიურ დეზინფექციას, მძღოლების ინტენსიურ ტესტირებას, დისტანციის დაცვას და პირბადის ტარების ვალდებულებას. ტესტირებები გახდება კიდევ უფრო ინტენსიური.

 

 

ბათუმის ბულვარში დაემატა კიდევ ერთი კარავი, სადაც მოქალაქეები შეძლებენ უფასო ტესტის გაკეთებას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი