(GUARDIAN.GE) - „ქართული ოცნების“ რიგებიდან „ლელოში“ წასული დეპუტატი ლევან კობერიძე აცხადებს, რომ მმართველი პარტიის რეიტინგი, რომელიც პანდემიის პერიოდში გაიზარდა, ახლა ისევ ეცემა და ეს პროცესი „სწრაფი“ ტემპით მიმდინარეობს.
„იმის მაგივრად, რომ „ქართულ ოცნებას“ ძირითადად მოკავშირეობა ჰქონდეს ამომრჩეველთან და მოსახლეობასთან, ამის ნაცვლად მათი მთავარი მოკავშირე ნამდვილად დადასტურებულად არის კორონავირუსი და ჩვენ ამას თვალნათლივ ვხედავთ. ეპიდემიის დაწყებამდე მათი რეიტინგი იყო კატასტროფულად დაბალი, შემდგომში გარკვეულად, ამ პოზიტიურ ფონზე, იმ ფონზე, რომ მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველო ნამდვილად გამოიყურება საკმაოდ კარგი შედეგით, ამ შედეგით მათი რეიტინგის გარკვეული ზრდა მოხდა, მაგრამ ახლა ისევ არის კლება, რაც ამ ბოლო პერიოდში მათი რეიტინგის გაზომვები ხდება, მე მაქვს ინფორმაცია, რომ მათი რეიტინგი ასევე მნიშვნელოვნად ეცემა სწრაფად“, განაცხადა ლევან კობერიძემ „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.