თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 20 ახალი შემთხვევიდან რვა ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირია, ერთი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია, შვიდი შემოტანილი, ოთხი შემთხვევის წყარო კი ჯერ უცნობია და ეპიმდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.
ეზუგბაიამ აღნიშნა, რომ საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ცხრა პაციენტი გამოჯანმრთელდა.
„გამოჯანმრთელებულების რაოდენობა გაიზარდა ცხრით. იყო 1 270 და აღნიშნული მაჩვენებელი არის 1 279. დღევანდელი მონაცემებით, განკურნებულების პროცენტული მაჩვენებელი 81,6-ია“, თქვა მარინა ეზუგბაიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.