გიორგი გახარია: დღეს უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ კომპანიებს, რომლებიც ჩართული არიან სასტუმრო ბიზნესში, სესხის თანადაფინანსების სუბსიდირების საპროცენტო განაკვეთის პროგრამა გავუგრძელოთ 6-დან 12 თვემდე
03-09-2020, 11:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რამეთუ უკვე ჩანს, რომ ესეც არ იქნება საკმარისი, ტურისტული სექტორისთვის სესხის თანადაფინანსების სუბსიდირების საპროცენტო განაკვეთის პროგრამა გავაგრძელოთ 6-დან 12 თვემდე, ერთი წლით, - განაცხადა მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

 

 

„მოგეხსენებათ, ეკონომიკური კრიზისის მიმართულებით პირველი ანტიკრიზისული ნაბიჯი, რომელიც გადავდგით, ეს იყო ტურისტული სექტორის და პირველ რიგში სატუმრო ბიზნესის დახმარების. სულ რაღაც სამ თვეში გამოჩნდა, რომ ეს ნაბიჯი არ იყო საკმარისი. შემდგომ ჩვენ ამ კომპანიებს, რომლებიც ჩართული არიან სასტუმრო ბიზნესში, სესხის თანადაფინანსების პროგრამა გავუგრძელეთ სამი თვიდან ექვს თვემდე. დღეს უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რამეთუ უკვე ჩანს, რომ ესეც არ იქნება საკმარისი, სესხის თანადაფინანსების სუბსიდირების საპროცენტო განაკვეთის პროგრამა გავაგრძელოთ 6-დან 12 თვემდე, ერთი წლით, რაც არის ერთადერთი შესაძლებლობა, დღეს ჩვენ სექტორს დავუდგეთ გვერდით, რადგან მოგეხსენებათ, მიუხედავას იმისა, რომ ეკონომიკური მაჩვენებლები ფრთხილად, მაგრამ ოპტიმიზმის შესაძლებლობას გვაძლევს, ტურიზმის სექტორი არის ის სექტორი, რომელიც ჯერ კიდევ სერიოზული წნეხის ქვეშაა. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ამ სექტორს მივეხმაროთ.

 

 

დამატებით ექვსი თვის კომპონენტში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება ყველა კომპანიას, თუნდაც მას ჯერ არ მიუღია ამ კომპონენტში მონაწილეობა, რაც აძლევს შესაძლებლობას მცირე სასტუმროებს, გახდნენ ამ პროგრამის ბენეფიციარები. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, რათა დავეხმაროთ სექტორს და შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები“, განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი