ჰიტლერის გამოცდილებაზე დაყრდნობით, პუტინიც ავსტრიის მსგავსად ამზადებს ბელარუსის - ანშლუსს!
03-09-2020, 13:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

14 სექტემბერს ლუკაშენკო მოსკოვში ეახლება პუტინს, მის უკანასკნელ იმედს, რომელიც ("რამე რო იყოს..") ერთადერთია მსოფლიოში, ვინც მას თავშესაფარს მისცემს (ჩინეთმა და ჩრდილოეთ კორეამაც, შეიძლება "არ კრან ხელი"). დიდი ალბათობით, პუტინი ლუკაშენკოს უანგაროდ არ "გაუწვდის მაშველ რგოლს", მითუმეტეს, რომ მას კარგად ემახსოვრება ლუკაშენკოს მრავალწლიანი ვირეშმაკობა, "ლავირება" დასავლეთსა და რუსეთს შორის.

 

 

მოგეხსენებათ, რომ რუსეთსა და ბელარუს შორის დადებულია ხელშეკრულება "სამოკავშირეო სახელმწიფოს" სახელწოდებით, რომლის ფარგლებში არსებობს საშიშროება ბელარუსის სახელმწიფო სუვერენიტეტის მაქსიმალურად შეზღუდვის, თუ არა გაუქმების, ანუ რუსეთ-ბელარუსის გაერთიანების. დიახ, როგორც ჰიტლერი ოცნებობდა ავსტრიის მიერთებაზე, რაც განახორციელა კიდეც, ასევე პუტინის ოცნებაა ბელარუსის - ანშლუსი!

 

 

ეს გახლავთ, პუტინის "წმიდათა-წმიდა" მიზანი, რომ ბრესტიდან ვლადივასტოკამდე აღადგინოს რუსეთის იმპერიის დასავლეთის და აღმოსავლეთის საზღვარი! ლუკაშენკოს უკეთეს შემთხვევაში, ბელარუსის "გუბერნატორის" როლს შესთავაზებენ, უარეს შემთხვევაში - "პადმასკოვიეში" უზრუნველ ცხოვრებას, სახელმწიფოს ხარჯზე!..

 


დიახ, ლუკაშენკომ დაინახა რა ხალხის მასობრივი პროტესტი და მისი მიუღებლობა, უმალ მიმართა დახმარებისთვის "უფროს ძმას", რუსეთს, რომლის მმართველმა პუტინმა მყისიერად უპასუხა და უკვე, "გაამზადა" ძალოვანი-საპოლიციო რაზმები ბელარუსში გასაგზავნად, - "იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე პოლიტიკური პროცესები კონსტიტუციის ჩარჩოებს გასცდება"!..

 


ამ დღეებში, ლუკაშენკომ განაცხადა შემდეგი (რაც პუტინის მიზანს ემსახურება): "ჩვენ შევინარჩუნებთ ჩვენს საერთო სამშობლოს, სადაც ცხოვრობს ორი ხალხი, რომლებიც ერთი ფესვიდან არიან აღმოცენებული. ეს არის ჩვენი სამშობლო, ბრესტიდან ვალადივასტოკამდე"! - სავარაუდოდ, პუტინი ამ ხელსაყრელ პოლიტიკურ-ფსიქოლოგიურ მომენტს არ გაუშვებს ხელიდან და სანამ ლუკაშენკოს რეჟიმი დასუსტებულია, შეეცდება მაქსიმალური მოგება მიიღოს შექმნილი სიტუაციიდან!

 

 

დიახაც, 14 სექტემბერს მოსკოვში, კრემლში, ლუკაშენკო პუტინთან "თანაბარ მდგომარეობაში" ვეღარ იქნება, როგორც პრეზიდენტი პრეზიდენტთან, ეს უფრო ემსგავსება - ვასალის ვიზიტს სუზერენთან! ასე რომ, ბელარუსში "საკონსტიტუციო რეფორმის" განხორციელება, რასაც ასე ენერგიულად სთავაზობს რუსეთი დასავლეთს, სწორედ ზემოთ ხსენებული სცენარის მიხედვით მოხდება! პარალელურად, რუსეთი ლუკაშენკოს სპეცსამსახურების ჩართულობით მოახდენს ბელარუსული ოპოზიციის დისკრედიტირებას ხალხის თვალში, განხეთქილების შეტანას ბელარუს ოპოზიციონერ ლიდერებს შორის! იმედია, რომ ბელარუსი ხალხის სიმტკიცე და ერთსულოვნება, ჩაშლის "ბატონი" პუტინის და მისი "მონა" ლუკაშენკოს ამ მზაკვარ ჩანაფიქრს, ვერაგულ გეგმას ბელარუსის სახელმწიფოს გაქრობისა!

 


P.S. ვნახოთ, როგორ განვითარება მოვლენები, 14 სექტემბრამდე კიდევ 11 დღეა დარჩენილი. - "ჟივე ბელარუს"!!!

 

 

ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი