ნებისმიერი გლეხი და ფერმერი, არასტანდარტულ ვაშლში მიიღებს მინიმუმ 22 თეთრს - გიორგი გახარია
03-09-2020, 14:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამაში ჩნდება ახალი კომპონენტი, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შემსყიდველ კომპანიებს მისცემს შესაძლებლობას, არც ერთი კილოგრამი ვაშლი ჩაუბარებელი არ დარჩეს.

 


პრემიერის შეფასებით, ეს ნაბიჯი მიმართულია ფერმერების მხარდასაჭერად.

 


„წელს ატმის შესანიშნავი მოსავალი გვქონდა, რომლის ექსპორტმა რეკორდულ ციფრებს მიაღწია. წელს საქართველოდან 23 000 ტონაზე მეტი ატამი იყო ექსპორტირებული, რაც 10 000-ით აღემატება შარშანდელ მონაცემებს. როგორც ჩანს წელს ასევე, ვაშლის უხვი მოსავალი გვექნება, დაახლოებით სამჯერ უფრო მეტი – 120 000 ტონამდე. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო, „დანერგე მომავალის“ და სხვადასხვა პროგრამის საშუალებით ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში განახლდეს და გაჩნდეს ევროპული სტანდარტის მრავალწლოვანი ბაღები, მაინც ჯერ კიდევ დიდია არასტანდარტული მოსავლის რაოდენობა. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთი კილოგრამი მოსავალი მაინც უნდა დარჩეს დაუბინავებელი. ამიტომ, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამაში ჩნდება ახალი კომპონენტი, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შემსყიდველ კომპანიებს მისცემს შესაძლებლობას, არც ერთი კილოგრამი ვაშლი შეუსყიდავი არ დარჩეს, რაც გულისხმობს სუბსიდირებას. ეს პროგრამა რომ არ ყოფილიყო, კილოგრამი ვაშლის ფასი დაახლოებით 10 თეთრი იქნებოდა, რამეთუ საერთაშორისო ბაზრებზე ვაშლის ფასი დაეცა. ამ პროგრამის საშუალებით კი, ნებისმიერი გლეხი და ფერმერი, არასტანდარტულ ვაშლში მიიღებს მინიმუმ 22 თეთრს, რაც კრიზისის პირობებში სერიოზული მხარდაჭერაა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი