იტალიის ყოფილი პრემიერ მინისტრი სილვიო ბერლუსკონი, რომელსაც კორონავირუსი 2 სექტემბერს დაუდასტურდა, საავადმყოფოში დამატებითი გამოკვლევების ჩასატარებლად გადაიყვანეს. როგორც ექიმები აცხადებენ, ბერლუსკონის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
საავადმყოფოში გადაყვანამდე 83 წლის ბერლუსკონი მილანთან ახლომდებარედ საკუთარ სახლში იზოლაციაში იმყოფებოდა და მუშაობას იქიდან განაგრძობდა.
2 სექტემებრს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ბერლუსკონი იტალიაში სექტემბერში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებში თავის „ფორზა იტალიას“ პარტიის კანდიდატების საარჩევნო კამპანიის წარმართვაში წვლილის შეტანას სახლიდან განაგრძობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.