ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, დასასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობა გრძელდება. ამჯერად, სარეაბილიტაციო სამუშაოები ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის N4-5 კორპუსის მიმდებარედ მიმდინარეობს.
პროექტის თანახმად, ვაჟა-ფშაველას გამზირის ერთ-ერთ ცენტრალურ ზოლში 4 200-მდე კვ.მ ფართობის დასასვენებელი სივრცე განახლდება.
სამუშაოების შედეგად, ტერიტორიაზე განთავსდება საბავშვო სივრცე კომპლექსური ატრაქციონებით, დასასვენებელი პავილიონი და სხვა ურბანული ავეჯი. მოეწყობა განათების ქსელი, ბილიკები, დაიგება კენჭის ხალიჩის, ასევე, კაუჩუკის მონოლითური საფარი დრენაჟის ფუნქციით. სკვერში დაირგვება სხვადასხვა სახის მცენარე და ბალახი.
ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით კვინიკაძე შეხვდა.
“ვაჟა-ფშაველას კიდევ ერთი კომფორტული და გამწვანებული სივრცე შეემატება, რაც სასიხარულოა ჩვენთვისაც და ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც. ეს სკვერი გამზირის ცენტრალურ ზოლშია, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, მუდმივად იქნება შევსებული ხალხით, არამარტო აქ მდებარე კორპუსებიდან, არამედ სხვა მისამართებიდან”, - განაცხადა დავით კვინიკაძემ.
აღნიშნული დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 300 000-მდე ლარს შეადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.