ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კოალიცია "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობა შესაძლოა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჩაიბაროს.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, კოალიციის ლიდერებს სურთ, საარჩევნო პროცესის ხელმძღვანელობა სწორედ კალაძეს ანდონ, რომელმაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეთავაზება უკვე მიიღო კიდეც.
ინფორმირებული წყაროს ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს თავად ენერგეტიკის მინისტრი. კოალიციაში კახა კალაძის პასუხს ელოდებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.