თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – თბილისი”-ს წევრმა თემურ გრიგალაშვილმა საკრებულოში ბრიფინგი გამართა და დედაქალქის მუნიციპალიტეტის მერიაში საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე ისაუბრა.
მისი თქმით, რაიონულ გამგეობებსა და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში ინფრასტრუქტურის მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ადგილი აქვს სამსახურებრივ გულგრილობას. დეპუტატმა მაგალითისთვის საბურთალოს რაიონში მიმდინარე საგზაო სამუშაოები მოიყვანა და ის დოკუმენტი გაასაჯაროვა, რომლის მიხედვით, კეთილმოწყობის სამსახური, ხშირ შემთხვევაში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, ხელშეკრულებას იმ კომპანიებს უფორმებს, რომლებთანაც გარკვეული ინტერესი არსებობს.
თემურ გრიგალაშვილმა დედაქალაქის მერს რეაგირებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით, საკითხით შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.
თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქალაქ თბილისის მერიაში შემავალი სხვადასხვა უწყების, მათ შორის, კეთილმოწყობის სამსახურის, თბილისის მერიის ადმინისტრაციის, ასევე სამგორისა და გლდანის გამგეობების შემოწმება დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.