„ქართული ოცნებიდან“ წამოსული კახაბერ ოქრიაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუბრუნდა
04-09-2020, 14:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოპოზიციურ გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-ს, რომელშიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობით რამდენიმე ოპოზიციური პარტია არის გაერთიანებული, „ქართული ოცნების“ რიგებიდან წამოსული წალკისა და დმანისის მაჟორიტარი დეპუტატის, კახაბერ ოქრიაშვილის მიერ ახლად დაფუძნებული პარტია „პროგრესი და თავისუფლება“ შეუერთდა. მემორანდუმს გრიგოლ ვაშაძემ და კახაბერ ოქრიაშვილმა მოაწერეს ხელი.

 

 

როგორც ოქრიაშვილმა განაცხადა, უერთდება საარჩევნო ბლოკ „ძალა ერთობაშიას“ და ეს საქართველოში სიდუხჭირის დამარცხების გარანტი იქნება.

 

 

მისივე თქმით, ის 2020 წლის საპარლამეტნო არჩევნებში მაჟორიტარული წესით მიიღებს მონაწილეობას და სავარუდოდ, კენჭს ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში იყრის.

 

 

„დღეს ხელს ვაწერთ და ვუერთდებით საარჩევნო ბლოკს „ძალა ერთობაშია“, ფართო კოალიციით მოვდივართ ხელისუფლებაში. ჩვენი პარტია „პროგრესი და თავისუფლება“ იქნება გარანტი იმისა, რომ საქართველოში შეიქმნება მსოფლიოში საუკეთესო ბიზნესგარემო. ჩვენ ვიქნებით გარანტი, საქართველოში დავამარცხოთ სიდუხჭირე და მყისიერად შევქმნათ ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი“, – განაცხადა ოქრიაშვილმა.

 

 

პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ წევრია ასევე ბიზნესმენი, სააკაშვილის პრეზიდენტობისას მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორი, ყოფილი დეპუტატი ცეზარ ჩოჩელი, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მცხეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრიდა კენჭს და ძალზე მცირე უპირატესობით დამარცხდა „ქართული ოცნების“ კანდიდატთან, დიმიტრი ხუნდაძესთან დაპირისპირებაში.

 


2003 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩოჩელი ახალგორის მაჟორიტარული ოლქიდან, ედუარდ შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირის“ მხარდაჭერით გახდა დეპუტატი, თუმცა ვარდების რევოლუციის შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდა. ასევე მოიქცა, 2003 წელს შევარდნაძის მხარდაჭერით პარლამენტში მოხვედრილი კახაბერ ოქრიაშვილიც, რომელიც 2008 და 2012 წლებში უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერით შევიდა ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მალევე მმართველ პარტიაში გადაინაცვლა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ რიგებიდან გახდა წალკისა და დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი. ოქრიაშვილი მაჟორიტარული წესით არჩევნების გაუქმების წინააღმდეგია. 

 

კომენტარები: 1
#1   მერსო
      
ეს არსება არის მორალისა და ზნეობისგან დაცლილი, გაზულუქებული ფულის მონა, რომელიც საკუთარი კეთილდღეობისთვის საკუთარ ოჯახის წევრსაც გაყიდის!!! გაარკვიეთ, რა პირობებში უწევთ მუშაობა პსპ-ს თანამშრომლებს და მიხვდებით, რას ნიშნავს, იყო მონა 21-ე საუკუნეში! - თითოეული მათგანი ექვემდებარება უმაღლეს კონტროლს, აფთიაქებში დამონტაჟებული აქვთ სასმენი და სათვალთვალო აპარატურა თანამშრომლების კონტროლის მიზნით, ამ მექნიზმის საშუალებით ხდება მათზე ზეწოლა/შანტაჟი სხვადასხვა მიმართულებით.., მომსახურე პერსონალს აიძულებენ, იმუშაონ დღეში 14 საათი (პაუზის გარეშე!), როდესაც კანონით, მაქსიმალური, დღიური სამუშაო დრო, არ უნდა აღემატებოდეს 8 საათს..! ოფიციალურად, რა თქმა უნდა, ფიქსირდება, მხოლოდ 8 სამუშაო საათი და ანაზღაურებაც ხდება შესაბამისად! ასევე, აიძულებენ თანამშრომლებს, ყველაფრის ფასად, ყველაზე ძვირადღირებული მედიკამენტების შეთავაზებას მომხმარებლისთვის და რეალიზაციას! წინააღმდეგ შემთხვევაში, უმცირებენ ისედაც მიზერულ ხელფასებს ანდა ემუქრებიან სამსახურიდან გათავისუფლებით..! ეს არის მცირე ჩამონათვალი იმისა, თუ რა პროცესები მიდის "ნომერ პირველ" სააფთიაქო ქსელში, და ამ პროცესების თანაავტორია ბატონი ოქრიაშვილი, თავის თანამეწილეებთან ერთად!
დარწმუნებული გახლავართ, სხვა ქსელებშიც იგივე პრობლემები იქნება, თუმცა ინფორმაციაზე ხელი არ მიმიწვდება და აქედან გამომდინარე, თავს შევიკავებ დაუზუსტებელი ინფორმაციების გავრცელებისგან...
23 ნოემბერი 2020 11:17
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი