დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, მუშთაიდის ბაღში 5 სექტემბერს, 14:00-დან 20:00 საათამდე, თბილისის საბავშვო ფესტივალი გაიმართება.
როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ფესტივალზე მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, მონაწილე კომპანიებისგან სხვადასხვა მომსახურება განსაკუთრებულ ფასად მიიღონ, ასევე, გაეცნონ სიახლეებს საბავშვო მიმართულებით, ბავშვებს კი სახალისო და შემოქმედებითი აქტივობები ელით.
თბილისის მერიის ცნობით, საფესტივალო აქტივობები განაწილებულია ექვს ზონაში: სპორტული ზონა მოიცავს სპორტულ სკოლებს, წრეებს, მუნიციპალურ სპორტულ ა(ა)იპ-ებს; განათლების ზონაში წარმოდგენილნი იქნებიან საკვირაო სკოლები, აკადემიები, სახელოვნებო წრეები; ჯანმრთელობის ზონა დაეთმობათ ბავშვთა კვებისა და ჰიგიენური პროდუქციის მწარმოებლებს, ბავშვთა კლინიკებს, საგანმანათლებლო მიმართულებით მომუშავე ა(ა)იპ-ებს; გართობის ზონა მოიცავს გასართობ ცენტრებს, ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიებს და კვების ობიექტებს; საბავშვო „სტარტაპების“ ზონაში წარმოდგენილნი იქნებიან სათამაშოებისა და ტანსაცმლის მწარმოებლები; კულტურული ზონა კონცერტსა და სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს დაეთმობა.
ფესტივალის ფარგლებში, ასევე, წარმოდგენილი იქნება მუნიციპალური პროგრამები სპორტული, სახელოვნებო და საგანმანათლებლო მიმართულებით. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, რომელიც სტუმრებს საბავშვო ლიტერატურაზე განსაკუთრებულ ფასდაკლებას შესთავაზებს.
საბავშვო ფესტივალის სცენაზე გაიმართება ჯგუფის - „მარტივი გამოსავალი“ კონცერტი.
ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერია თბილისის მერია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.