თბილისში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, კოსტავას ქუჩაზე კლუბ „დეჟავუში“ მომუშავე ხელოსნებს ჟანგბადის ბალონი აუფეთქდათ.
აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ეს ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების სამსახურში დაადასტურეს.
მომხდარის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.