რუისი-აგარას გზის 19 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ერთ თვეში დასრულდება. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მონაკვეთი ოქტომბრიდან გაიხსნება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ახალ გზაზე ეტაპობრივად გადაერთვება.
ექსპლუატაციაში შესვლამდე ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მონიტორინგი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა განახორციელეს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ნუგზარ გასვიანმა და მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებმა რუისი-აგარასა და აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთებზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე, ამ დროისთვის 2 მონაკვეთის, რუისი-აგარისა და აგარა-ზემო ოსიაურის მშენებლობა მიმდინარეობს. მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლების განცხადებით, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე სამუშაოები ხარისხიანად და მნიშვნელოვანი პროგრესით ხორციელდება.
მსოფლიო ბანკის მისია საქართველოში უკვე რამდენიმე დღეა იმყოფება და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს ახორციელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.