ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) ახალ ხელმძღვანელს, ვიცე-პოლკოვნიკ პოლივას სტრაზდასს და აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველს, მაიკლ ჰონიგშტაინს უმასპინძლა. გაცნობით შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მათ ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
თავდაცვის მინისტრმა დიპლომატებს აშშ-ის მხრიდან მუდმივი მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა, რომელიც თავისუფლებისა და დემოკრატიის საერთო ღირებულებებს ემყარება. მხარეებმა საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ლელა ჩიქოვანი დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.