ნაძალადევის რაიონს კიდევ ორი ახალი სპორტული მოედანი შეემატა
05-09-2020, 11:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნაძალადევის რაიონს კიდევ ორი ახალი სპორტული მოედანი შეემატა. ილურიძის ქუჩა N103-შიფეხბურთის ახალი მოედანი მოეწყო. ასევე, სრული რეაბილიტაციაჩაუტარდა ზღვის უბნის III მიკრორაიონის I კვარტალში არსებულ მინი სტადიონს.

 


პროექტის ფარგლებში,ორივე მოედანზე ახალი მავთულბადეები და ფეხბურთის კარები დამონტაჟდა, ასევე, დაიგო ხელოვნური მწვანე საფარი. ზღვის უბანში რეაბილიტირებული მოედნის ფართობი 520 კვ.მ-ია, ილურიძის ქუჩის ახალი მინი სტადიონის კი - 470 კვ.მ.

 


სპორტული მოედნები ნაძალადევის რაიონის გამგებელმაირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, მიხეილ ამაშუკელთან და თამარ ტალიაშვილთან ერთად დაათვალიერა.

 


„ნაძალადევის რაიონში დავასრულეთ კიდევ ორი მნიშვნელოვანი პროექტი. ილურიძის ქუჩის ბოლოში, სადაც არ არსებობდა სპორტული ინფრასტრუქტურა, ახალი მოედანი მოეწყო. ზღვის უბანში კი სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა დაზიანებულ მოედანს. ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების განხორციელება, შესაბამისად, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი სპორტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობაა“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

 


აღნიშნული ორი სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 107 000 ლარი დახარჯა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი