კორონავირუსის შემთხვევის გამო, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩაკეტილია
05-09-2020, 12:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აჭარის ტელევიზიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის, ფირუზ ბოლქვაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც აჭარის მაუწყებლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, ტელევიზიაში შესაბამისი ზომები გატარდა, ამ დროისთვის აჭარის მაუწყებელი ჩაკეტილია და პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები მიმდინარეობს.

 


„კოვიდ-19“-ის ინფიცირების ერთი შემთხვევა უკვე დადასტურებულია აჭარის მაუწყებელში. შესაბამისად, მოხდა ზომების მიღება, ანუ ჩაკეტილია მაუწყებელი და მიმდინარეობს პროტოკოლით გათვალისწიმებული ღონისძიებები. დაახლოებით 11 საათის შემდეგ მაუწყებელში ეპიდემიოლოგების მოსვლას ველოდებით, რომლებიც ჩაატარებენ ყველა საეჭვო კონტაქტის ტესტირებას. შედეგებზე იქნება დამოკიდებული, როგორ გააგრძელებს მაუწყებელი საქმიანობას. ინფიცირებული ჟურნალისტი არ არის. ვერ დავაკონკრეტებ თანამდებობას. მაუწყებლის თანამშრომელია. არც თუ ისე დიდია მისი საკონტაქტო წრე სამსახურში. მან ნებაყოფლობით ჩაიტარა ტესტირება და ვირუსი დაუდასტურდა. ინფიცირების წყარო არ ვიცით“, განაცხადა ფირუზ ბოლქვაძემ, როგორც ამას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი იტყობინება.

 

 

კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირების გამო, უსაფრთხოების მიზნით, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით საქართველოს პირველი არხის ტრანსლირება განხორციელდება.

 

 

მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, აღნიშნული გაგრძელდება, ვიდრე არ იქნება დაცული როგორც თანამშრომლების, ისე რესპონდენტების უსაფრთხოება და არ გაიცემა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ შესაბამისი რეკომენდაცია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი