„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მოქმედი დეპუტატი და ამავე დროს ამავე პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ახალქალაქის და ნინოწმინდის საარჩევნო ოლქში სამველ მანუკიანი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. იგი ამჯერად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებს - ხავეთს, დავნიას და ერინჯას, მუნიციპალიტეტის მერთან იური უნანიანთან ერთად ესტუმრა და მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გაეცნო.

„ადგილობრივების ძირითად პრობლემას საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმართაობა წარმოადგენს, ამას ემატება ზამთარში ცივი კლიმატი, რაც კიდევ უფრო ართულებს სოფლიდან ქალაქში გადაადგილებას. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად მუშაობა უკვე დაწყებულია. სოფლებში დამონტაჟდა გარე განათების ბოძები. სოფელ ხავეთში დაიგო 2.5 კმ სიგრძის ასფალტის საფარი, ეს პროცესი რა თქმა უნდა გაგრძელდება და სრულად მოიცავს გზის დარჩენილ 9-კილომეტრიან მონაკვეთს. ასევე, სოფელ ხავეთში მოეწყო სასმელი წყლის აუზი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სკოლის სველ წერტილებს.
ზემოაღნიშნულ სოფლებში მცხოვრები ხალხი გახლავთ უაღრესად მშრომელი და მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სოფლებამდე მისასვლელი გზის რაც შეიძლება მალე მოწყობა, რათა შეძლონ თავიანთი მოყვანილი სოფლის მეურნეობის პროდუქტის რეალიზაცია მათთვის მისაღებ ფასად. ეს იქნება ის პრიორიტეტული საკითხები, რაზეც ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად ვიმუშავებ“, აცხადებს სამველ მანუკიანი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.