საქართველოში შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან საბრძოლველად "გლობალური ფონდის" დაფინანსებას ეტაპობრივად სახელმწიფო ჩაანაცვლებს. დღეს სასტუმრო "რედისონში" შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და "გლობალური ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ დაიბლმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
"მემორანდუმი ეს არის ახალი საბანკო ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება უახლესი ორ წელიწადზე მეტი პერიოდის განმავლობაში დაფინანსება. დაფინანსების გრაფიკი დინამიურია. იზრდება სახელმწიფო დაფინანსების წილი და პროპორციულად მცირდება გლობალური ფონდის. ასე, რომ სამი წლის თავზე სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს ამ სამივე პროგრამის მართვას. თანხობრივად ეს შეადგენს 50 მლნ-ზე მეტს. რაც შეეხება წილადობრივ ზრდას, ეს არის დაწყებული 5%-დან 75%-მდე და სამი წლის შემდეგ სახელმწიფოს წილი 100% იქნება", განაცხადა დავით სერგეენკომ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, "გლობალური ფონდი" აივ ინფექცია შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის დაავადებების მკურნალობის პროგრამებს საქართველოში სავარაუდოდ, 2006 წლიდან აფინანსებს და ამ მიზნით დაახლოებით 100 მლნ ლარია დახარჯული.
გასულ წელს მარტო ტუბერკულოზის პროგრამით 25 ათასმა დაავადებულმა ისარგებლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.