„პოლიტიკური ელიტა“ კი არა გვყავს, „პოლიტიკური დეზერტირების ბაზარი“ გვაქვს საქართველოში! - მოსაზრება
06-09-2020, 12:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკო-ში 66 პოლიტიკური პარტია დარეგისტრირდა!??? ვიცინოთ თუ ვიტიროთ?!!! სატირლად გვაქვს საქმე, სამწუხაროდ, ასეა!.. "პოლიტიკური ელიტა" კი არა გვყავს, არამედ "პოლიტიკური დეზერტირების ბაზარი" გვაქვს საქართველოში!!!

 

 

დღეს არსებული პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსების აბსოლუტური უმრავლესობა, თავისი კვალიფიკაციით და რეპუტაციით ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და სანამ ეს მდგომარეობა არ გამოსწორდება, მანამ ქვეყანაში არანაირი პროგრესი არ იქნება!!! ბოდიში და, გულისამრევია უკვე, ერთი და იგივე სამარცხვინო პოლიტისახეების სერიალების "ტრიალი".. არაფერი იცვლება, რეგრესი გრძელდება!..

 


დიახ, რა პოლიტიკურ კულტურაზე და ევროპულ დემოკრატიაზეა საუბარი, როდესაც ქვეყნის კანონმდებლობა უფლებას აძლევს ნებისმიერ მსურველს, რომ მან შპს-ს მსგავსად დააფუძნოს ე.წ. "პოლიტპარტია"???!!!

 


და, ასეთი "პარტიები" საქართველოში 250-ია, რაც სრული მარაზმია!!! ამიტომ საჭიროა, რომ არამარტო საარჩევნო კოდექსი შეიცვალოს, არამედ, უნდა მოხდეს პოლიტიკური პარტიების შექმნის და ფუნქციონირების შესახებ, საკანონმდებლო ნორმების ძირეული ცვლილება, მათი მისადაგება ევროპული პოლიტიკური სტანდარტებისათვის!!! აუცილებელია საქართველოს ორგანული კანონის, - “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ”, - საფუძვლიანი განახლება, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპული საპარლამენტო რესპუბლიკების მოდელს, სადაც პოლიტიკური პარტიების როლი და მნიშვნელობა სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში გადამწყვეტია!!! საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელის პირობებში, სრულფასოვანი პოლიტიკური ცხოვრებისათვის საქართველოს ჭირდება 7-8 კონკურენტუნარიანი პოლიტიკური პარტიის ფუნქციონირება, მეტი პოლიტიკური და საკადრო რესურსი-რეზერვი ქვეყანას არცა აქვს!!! ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად უნდა იყოს მიმართული საქართველოს მცირერიცხოვანი, კვალიფიცირებული პოლიტიკური ისტებლიშმენტის ძალისხმევაც, რაც ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებშია!!!

 


წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ კარგა ხანს ვიქნებით ასეთ სავალალო მდგომარეობაში, რაც სრულ პოლიტიკურ ჩიხში მოაქცევს სახელმწიფოს, დაბლოკავს მის განვითარებას, რადგან ამდაგვარი "ფეოდალური გზით" პროგრესი არ და ვერ მიიღწევა!!! საქართველოში პოლიტიკური პარტიების არსებული რაოდენობა, ერთ-ერთი მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორია სახელმწიფოში პოლიტიკური პროცესების დემოკრატიულად წარმართვის, რის გარეშეც საქართველო ვერ განვითარდება, ვერც პოლიტიკურად და ვერც ეკონომიკურად!!! ამიტომ, პოლიტიკური ცხოვრების მოცემულ ეტაპზე, საქართველოს ეროვნულ - სახელმწიფოებრივი ინტერესებისათვის მართებული იქნება, რომ მოხდეს პოლიტიკური პარტიების"ოპტიმიზაცია" (ერთი ლიდერის გარშემო, "ნათესავებით და ნაცნობ-მეგობრებით დაარსებულ-დაკომპლექტებულ 100 კაციან პოლიტპარტიებს" არჩევნებში მონაწილეობის უფლება უნდა ჩამოერთვათ, იუსტიციის სამინისტროში მათი რეგისტრაციის გაუქმების გზით!), რომლებშიც გაერთიანდებიან ადამიანები, რომლებიც დგანან ერთიან იდეოლოგიურ პლატფორმაზე, რომლებსაც აერთიანებთ პოლიტიკური თანამოაზრეობა!!! და, არა ყოველგვარი იდეური ერთობის გარეშე არსებული "პარტიები", სადაც რიგით წევრებს არაპოლიტიკური, არამედ მერკანტილური ინტერესები აერთიანებს, სადაც პასუხისმგებლობა აკისრია მხოლოდ “მიკრო პოლიტიკური პარტიის უცვლელ ლიდერს”, რომელიც როგორც დაჭირდება - "მარტის თვის ამინდივით იცვლის" პოლიტიკურ პოზიციებს, მარჯვნივ თუ მარცხნივ, ხან დასავლეთით და ხან ჩრდილოეთით!!!

 

 

პ.ს. არცერთმა ხელისუფლებამ (ამ მართლაც წუპაკმა-მამაძაღლებმა!!!) - შევარდნაძიდან დაწყებული, სააკაშვილით გაგრძელებული და ივანიშვილით დამთავრებული საკანონმდებლო დონეზე არ აღკვეთა ეს უმსგავსობა (რაც სახელმწიფოს ასე აზიანებს, საზოგადოების პოლიტიკური კულტურის განვითარებას ხელს უშლის, აფერხებს!!!), რადგან ყველა მათგანს აწყობდა საარჩევნო ბიულეტენში ათეულობით "პარტიის" ჩაწერა, რომ თავ-გზა აერიათ ამომრჩევლისთვის, საკუთარი მიზნების მისაღწევად!!!

 

 

ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი