საბურთალოს რაიონში, ალექსიძის ქუჩა N1-ის მიმდებარედ არსებული სკვერი სრულად განახლდა.
პროექტის შედეგად, 3 900 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო LED განათების ქსელი, საფეხმავლო ბილიკები, საპარკე სკამები. ასევე, სკვერში ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული ატრაქციონები განთავსდა და ტრენაჟორები დამონტაჟდა.
აღნიშნულ ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოებიც ჩატარდა, დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, მოეწყო სარწყავი სისტემა და ჰიდროთესვის პრინციპით ბალახი დაითესა.
განახლებული სკვერი საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ტყემალაძესთან ერთად დაათვალიერა.
„მიმდინარე წელს, პრიორიტეტული იყო საბურთალოს რაიონში არსებული ყველა დიდი სკვერის მოწესრიგება და უკვე არაერთი სკვერი რეაბილიტირდა. მათ შორის, არის ალექსიძის ქუჩაზე არსებული დასასვენებელი სივრცე, სადაც მჭიდრო დასახლებაა და ასეთი სივრცეების ნაკლებობაა. ვფიქრობ, ძალიან ლამაზი სკვერი გამოვიდა და უკვე კეთილმოწყობილი სკვერით მთელი უბანი ისარგებლებს“, - განაცხადა საბურთალოს გამგებელმა გაიოზ ვასაძემ.
სკვერის რეაბილიტაციისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 399 596 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები კი, კომპანია „გრინსერვისი+“ შეასრულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.