საქართველოს ინტელექტუალთა ერთი ჯგუფის და ინტელიგენციის წარმომადგენელთა მიერ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერი საზოგადოებრივი პლატფორმა დაფუძნდა.
აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა წერს.
"სიამოვნებით დავთანხმდი შემოთავაზებას, აღნიშნული პლატფორმის მუშაობაში მონაწილეობა მიმეღო, რადგან გააზრებული მაქვს ტრამპის წარმატების უდიდესი მნიშვნელობა ჩემი ქვეყნისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. ორგანიზაციის სახელია "ჩვენ ვართ/We Are". შექმნილია ფეისბუკ გვერდი, ტვიტერის გვერდი და ვებ-გვერდი www. traditio.ge. ორგანიზაციაში არ არის ფორმალური წევრობა. ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდება დაგეგმილი ღონისძიებების ანონსი - ვისაც სურვილი აქვს ამ მოძრაობას მხარი დაუჭიროს, მოიწონეთ ეს გვერდი და გექნებათ რეგულარული წვდომა განახლებულ ინფორმაციებზე. ორგანიზაცია აპირებს მიაწოდოს ქართულ საზოგადოებას რეალური ინფორმაცია ამერიკაში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე , რასაც არც საერთაშორისო და არც ქართული მეინსტრიმული მედია არ აკეთებს; ასევე შევეცდებით მობილიზება და მოტივირება გავუკეთოთ ჩვენს თანამემამულეებს, რომელთაც აშშ-ს მოქალაქეობა გააჩნიათ, რათა ხმა მისცენ დონალდ ტრამპს. ბევრი სხვა ღონისძიებაც იქნება, რომელშიც ყველა დაინტერესბულს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა", აცხადებს ირაკლი გოგავა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.