ქართულ-ამერიკული პარტნიორობის დემონსტრირების მიზნით, დღეს დილიდან მრავალეროვნულ სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი 2020“ მონაწილე აშშ-ის სამხედრო ტექნიკის კონვოი, რომელზეც სიმბოლურად საქართველოსა და აშშ-ის სახელმწიფო დროშებია დამაგრებული, სენაკიდან ვაზიანის მიმართულებით მარშირებით გადაადგილდება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გზად სამხედრო ტექნიკამ გორში შეიარა და ქალაქის ცენტრში მარშირებით ნელი სვლით ჩაიარა.
ამერიკული საბრძოლო ჯავშანმანქანებით „სტრაიკერი“ და „ჰამერი“, ლოჯისტიკური მხარდამჭერი მანქანებითა და არტილერიით დაკომპლექტებული ხუთი სამხედრო კონვოი თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე საათნახევრიანი შუალედებით ჩაივლის. სამხედრო კონვოის მეორე ნაწილი კი, სწავლების თეატრში – ვაზიანში 8 სექტემბერს გადაადგილდება.
„ღირსეულ პარტნიორში“ მონაწილეობის მისაღებად ამერიკული სამხედრო ტექნიკა გემით „ოუშენ ფრიდომ“ (Ocean Freedom) ვირჯინიის პორტის ნორფოლკის ტერმინალიდან რუმინეთში, კონსტანცას პორტის გავლით საქართველოში, ფოთის პორტში შემოვიდა და ჩამოტვირთვის შემდეგ დროებით სენაკში, II ქვეით ბრიგადაში გადავიდა.
„ღირსეული პარტნიორი 2020“ ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ოფიციალურად 7 სექტემბერს გაიხსნება. საქართველო „ღირსეულ პარტნიორს“ უკვე მეხუთედ მასპინძლობს და მასში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.