სულ მცირე 100 ადამიანი დააპატიმრა პოლიციამ ბელარუსში, სადაც პრეზიდენტ ლუკაშენკოს წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები არ წყდება
07-09-2020, 05:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


(GUARDIAN.GE) - სულ მცირე 100 ადამიანი დააპატიმრა პოლიციამ ბელარუსის დედაქალაქ მინსკსა და სხვა ქალაქებში, სადაც უკვე თითქმის ერთი თვეა პრეზიდენტ ალექსანდერ ლუკაშენკოს წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

 


როგორც BBCიუწყება, კვირას ათეულობით ათასი დემონსტრანტი იყო გამოსული მინსკის ქუჩებში, სადაც უსაფრთხოების საგანგებო ზომებია მიღებულია. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის მისასხურებელი გამოიყენა.

 

 

 

 

დემონსტრანტები ლუკაშენკოს 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას მოითხოვენ. BBC-ის ცნობით, მასობრივი გამოსვლების დაწყებიდან დღემდე ბელარუსში სულ მცირე 4 ადამიანი იქნა მოკლული და ასეულობით სხვამ დაზიანება მიიღო.

 


რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ლუკაშენკო, რომელიც ბელარუსის სათავეში 1994 წლიდან არის, დათმობებზე წასვლას არ აპირებს და დასავლეთს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს.

 

 

27 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ლუკაშენკომ მას შეიარაღებული ძალების დახმარების შესახებ სთხოვა და თუკი ამის საჭიროება დადგება, იგი მზადაა ბელარუსში პოლიცია გაგზავნოს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი