"სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი" 2004 – 2012 წლებში მოქმედი მაღალჩინოსნების ანაზღაურების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
30-09-2015, 05:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი" 2004 – 2012 წლებში მოქმედი მინისტრების, მინისტრის მოადგილეებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსების ანაზღაურებისა და პრემიების შესახებ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს.


ორგანიზაციამ უკვე წარმოადგინა 2004 – 2012 წლებში რამდენიმე სტრუქტურის მონაცემები, სადაც მთავრობის წევრები ოფიციალურ თანამდებობრივ სარგოსთან შედარებით ორმაგი ოდენობის ანაზღაურებას ღებულობდნენ. ასევე ფაქტები, რომლის მიხედვითაც ერთსა და იმავე სისტემაში იერარქიულად უფრო დაბალ თანამდებობაზე მდგომი პირები, თანამდებობრივად მათზე მაღლა მდგომ მოხელეებთან შედარებით მაღალ ანაზღაურებას იღებდნენ.


ცენტრის ინფორმაციით, 2008 წლიდან მინისტრების თანამდებობრივი სარგო 3540 ლარით განისაზღვრება, მინისტრის მოადგილეების - 2720 ლარით და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის - 2150 ლარით.


როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, კვლევის შედეგად საინტერესოა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემები, სადაც საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა 5 წლის (60 თვეში) განმავლობაში 427 853.12 ლარი ორმაგი ოდენობის ანაზღაურება მიიღო, ოფიციალურ თანამდებობრივ სარგოსთან (60 – 212 400 ლარი) შედარებით. საქათველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ნინო ენუქიძემ კი 4 წლის (55 თვეში) განმავლობაში 432 285.39 ლარი სამმაგი ოდენობის ანაზღაურება მიიღო, ოფიციალურ თანამდებობრივ სარგოსთან (149 600 ლარი) შედარებით. მინისტრის მოადგილის ანაზღაურებამ მინისტრის ანაზღაურებას გადააჭარბა.


"2004 -2012 წლებში მთავრობის წევრები ოფიციალურ თანამდებობრივ სარგოსთან შედარებით ყოველთვიურად ორმაგი ან სამმაგი ოდენობის ანაზღაურებას ღებულობდნენ: მაგალითად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი, რომლის ანაზღაურებაც 2007 – 2012 წლებში 359 633 ლარი შეადგინა (თვეში საშუალოდ 6 400 ლარი). ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე, რომლის ანაზღაურებამაც 2007 – 2012 წლებში 434 534 ლარი შეადგინა (თვეში საშუალოდ 6 400 ლარი).


კვლევაში სახელმწიფო სტრუქტურების მიერ მოწოდებულმა მონაცემებმა აჩვენეს, რომ 2012 წლის ოქტომბრამდე მთავრობის წევრების ანაზღაურებამ მზარდი ხასიათი მიიღო. მაგალითად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დალი ხომერიკი, რომელმაც 2012 წელს 4 თვის განმავლობაში 27 194 ლარი მიიღო ანაზღაურების სახით", - აცხადებენ ორგანიზაციაში.


მათივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს არასამთავრობო სექტორი აქტიურად აშუქებს მოქმედი ხელისუფლების ხელფასებისა და დანამატების საკითხს და მსგავსი ტიპის ინფორმაციის მოპოვება სრულიად შესაძლებელია, "სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი" აპირებს 2012 წლიდან დღემდე არსებული მონაცემები დეტალურად შეისწავლოს და გამოაქვეყნოს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი