საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, თანამედროვე სტანდარტების მქონე თხილის გადამამუშავებელ საწარმო „ჯეო ნათსში" იმყოფებოდა, რომელიც სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში 2018 წელს შეიქმნა.
პრემიერსა და მინისტრს საწარმოს დირექტორმა გააცნო საწარმოო პროცესის სრული ჯაჭვი, რომელიც პროდუქციის მიღებას, დამუშავებას, გარჩევას, მოხალვას, დაფასოებასა და საექსპორტოდ მომზადებას მოიცავს.
თხილის გადამამუშავებელ საწარმო „ჯეო ნათსში" ჯამურად 1 558 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 600 000 ლარი გრანტია, ხოლო 779 000 ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი.
საწარმო, რომელშიც 100-მდე ადამიანია დასაქმებული, წელიწადში, 7 000-10 000 ტონა თხილის სხვადასხვა სახის პროდუქციას აწარმოებს, რომელიც მთლიანად ექსპორტზე გააქვს.
თხილის საწარმოს მიმდებარედ, კომპანია ფლობს სამაცივრე საწყობსაც, რომელიც სახელმწიფოსა და USAID-ის მხარდაჭერით შეიქმნა. პრემიერ-მინისტრმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა სამაცივრე საწყობიც დაათვალიერეს.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.