მთაწმინდის რაიონში, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N8-ში, საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, შენობის საძირკველის გამაგრება და კედლების მოწყობა, ლითონის ელემენტებით ფანჯრებისა და კარის ღიობების მოჩარჩოება, ბზარების დამუშავება და სპეციალური მასალით შევსება მოხდება.
მიმდინარე სამუშაო პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.
„მთაწმინდის რაიონში მსგავსი პრობლემის წინაშე ბევრი სახლი დგას, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გავამაგროთ ყველა სახლი და ადგილობრივ მოსახლეობას გავუუმჯობესოთ საცხოვრებელი პირობები. წელს, უკვე შვიდი სახლი გავამაგრეთ, ხუთის გამაგრება კი მიმდინარეობს. მსგავსი პროექტების განხორციელება წლის ბოლომდე გაგრძელდება“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.
ამაჟამად, აღნიშნულ შენობაში 11 ოჯახი ცხოვრობს. შენობის გამაგრების შემდეგ, მათი საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდება.
სამუშაოების განხორციელებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 197 ათასი ლარი დაიხარჯება.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.