„მსოფლიოში მიმდინარე უხილავი გამოწვევის ფონზე, „ღირსეული პარტნიორის“ ჩატარების უწყვეტობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს ჩვენს ერთობლივ მზადყოფნას, წინააღმდეგობების მიუხედავად, მტკიცედ გავაგრძელოთ საერთო ღირებულებების დაცვა“, - განაცხადა მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში უკვე მეხუთედ ტარდება. მან მადლობა გადაუხადა სამხედრო სწავლებაში მონაწილე 2700-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს, რომლებიც, გლობალური პანდემიის მიუხედავად, სწავლების მთავარმა გზავნილმა - „ძალა პარტნიორობაშია“ გააერთიანა.
„მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში, აშშ-ის ევროპულ სარდლობას და სწავლებაში მონაწილე საქართველოს, ამერიკის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და პოლონეთის თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ დღეს ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის ძალების მეთაური, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.