150 000 ან ნაკლები ქულის მქონე სოციალურად დაუცველი სტუდენტებისათვის სწავლის საფასურის დაფინანსების წესი განისაზღვრა
07-09-2020, 19:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ მინისტრის ახალი ინიციატივის ფარგლებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სოციალურად დაუცველი სტუდენტებისათვის სწავლის საფასურის დაფინანსების წესი განისაზღვრა (იხ. დადგენილება 536). აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და მათთან პროგრამის ადმინისტრირების დეტალები განიხილა. მინისტრის მოადგილემ უნივერსიტეტების წარმომადგენლებს მოუწოდა, უზრუნველყონ 150 000 ან ნაკლები ქულის მქონე სოციალურად დაუცველი სტუდენტების ინფორმირება პროგრამის შესახებ, რათა 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ისინი შეუფერხებლად ჩაერთონ სასწავლო პროცესში.

 

 

სოციალური დახმარებით ისარგებლებენ უმაღლესი განათლების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო, ბაკალავრიატისა, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები, რომლებიც რეგისტრირებული არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და რომელთა სარეიტინგო ქულა  2020 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით ტოლია ან ნაკლებია 150 000 ქულაზე. პროგრამა გულისხმობს:

 

  • 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის ანაზღაურებას;
  • 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დავალიანების დაფარვას.

 

შეჩერებული სტატუსის აღსადგენად და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად აღნიშნული კატეგორიის სტუდენტებმა უნდა მიმართონ შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.

 

 

სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის ანაზღაურების ოდენობა შეადგენს ერთი სემესტრის სწავლის მაქსიმალურ ღირებულებას - 1125 ლარს, სახელმწიფოს მიერ გაცემული სასწავლო გრანტის ოდენობის შესაბამისად.

 

 

ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი